• რეკლამა
  • კონტაქტი
05:08, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ამბობენ შოვში დაღუპული გამომძიებლის და სამხედროს ოჯახის წევრები და მეგობრები და რა მოხდება თუ ბავშვებს ვერ იპოვიან? – სალომე ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
23:34 09-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
593

სალომე ბოკუჩავა:

? #შოვი, რა ვიცით ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, 4 სექტემბრისთვის (კითხვა-პასუხი)

❓ რამდენი ცხედარია ნაპოვნი, რამდენია ამოცნობილი?

◼️ 31 ნაპოვნი ცხედრიდან 31-ვე იდენტიფიცირებულია (სია ბოლოს);

❓ რამდენ ადამიანს ეძებენ?

✔️ ორ დაკარგულს ეძებენ, ორივე ბავშვია, ორივე ზაზა მესხის ოჯახიდანაა.

❓სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია?

✔️ არა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და გაგრძელდება, სანამ ცხედრების პოვნის მცირე შანსიც კი არსებობს.

❓ სად ეძებენ? როგორ?

✔️ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს (24 აგვისტოს) ცხედრები ეპიცენტრიდან 60 კმ-ის მოშორებით იპოვეს. ეძებენ მაშველები, თავდაცვის ძალები, ძებნაში ჩართული არიან მცურავი საშუალებები და კინოლოგები.

❓ რა მოხდება, თუ ბავშვები ვერ იპოვეს?

✔️ იმ შემთხვევაში, თუ ძებნის გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც კი, ბავშვები ვერ იპოვეს, ორი ადამიანი გამოცხადდება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ანუ, გვეყოლება 31 ნაპოვნი და ამოცნობილი ცხედარი, + ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვი…

❓ მსხვერპლთა შორის მხოლოდ ისინი არიან, ვინც 3 აგვისტოს ღვარცოფულ ზონაში მოჰყვნენ?

✔️ სამწუხაროდ, არა: შოვში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს), 7 აგვისტოს, გულის შეტევით გარდაიცვალა გამომძიებელი მირიან ჭელიძე, ხოლო 29 აგვისტოს, ასევე გულის შეტევით გარდაიცვალა თავდაცვის სამინისტროს უფროსი ინსტრუქტორი, მაიორი, აფხაზეთიდან დევნილი, სამი შვილის მამა თემურ ხარჩილავა (იმყოფებოდა ძებნის არეალში), რომელსაც სამშაბათს, 5 სექტემბერს დაკრძალავენ.

❓ რას ამბობენ დაღუპული სამართალდამცველისა და სამხედროს ოჯახის წევრები, მეგობრები, თვითმხილველები?

✔️ მირიან ჭელიძის ოჯახის წევრებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ, თვითმხილველები კი ამბობენ, რომ გამომძიებელი შოვიდან ონის საავადმყოფოში, გულის სავარაუდო შეტევის შემდეგ გადაჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა.

✔️ 29 აგვისტოს დაღუპული თემურ ხარჩილავას ოჯახში მხოლოდ ის იციან, რომ მას სწორედ იმ დღეს უმთავრდებოდა ათდღიანი როტაციის ვადა და შინ უნდა დაბრუნებულიყო, მისი მეგობრები კი ამბობენ, რომ ყველაფერი წამებში მოხდა: თემურ ხარჩილავამ დილით მეწყვილეს უთხრა, რომ ცუდად გრძნობდა თავს და მდინარის პირზე ჩაყოლა სთხოვა, იქ კი სახეზე წყალი შეისხა და გონება დაკარგა. თვითმხილველთა თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10 წუთში მოვიდა, მაგრამ სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იყო. ოჯახი გარდაცვალების მიზეზის საბოლოო პასუხისთვის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელსაც მინიმუმ, 1,5 თვე დასჭირდება.

◼️ გულწრფელი სამძიმარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს – ნაპოვნი და ამოცნობილი ცხედრების სია:

1.გიორგი გოგინაშვილი
2.გიორგი ყარალაშვილი
3.სოფო ყარალაშვილი.
4.დავით ბერიაშვილი
5.გენადი სულთანიშვილი
6.მეგი გუტაშვილი
7.გიგი გუტაშვილი
8.მარინე ხორბალაძე
9.ნატო ჭელიძე
10.ლუკა დუდაშვილი
11. ანდრია დუდაშვილი
12.შორენა ბიჭაშვილი
13.მარიამ მაისურაძე
14.ქეთევან ლობჟანიძე
15.სამირა ისაევა
16.ნინი კენჭაძე
17.ალინა პოლიკოვსკა
18.ზაზა მესხი
19.ზაზა მესხის უფროსი შილი
20.ქსენია ტრიჩევა
21.სოფო ბაკურაძე
22.მანანა ჯაჭვაძე
23.თემურ ჩარკვიანი
24. დიტო ფირცხალავა
25.ნიკა ჩალაძე
26.სალომე ხეთაგური
27.კოტე მაისურაძე
28.ლევან რაზმაძე
29.ანასტასია დუდაშვილი
30. გვანცა ბუბაშვილი
31. გიორგი ხორბალაძე.

თეგები: შოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved