• რეკლამა
  • კონტაქტი
22:45, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პროცედურებია საჭირო იმპიჩმენტისთვის და როგორი იქნება მომდევნო პრეზიდენტის არჩევნები? – საია

ალია ავტორი - ალია
18:05 09-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განმარტავს რას ნიშნავს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და რა შედეგები მოჰყვება მას. დღეს, 1 სექტემბერს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.

საიას ცნობით, საქართველოს კონსტიტუცია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას უშვებს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით და საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს.

რა პროცედურებია საჭირო იმპიჩმენტისთვის:

  • პროცედურის პირველი ეტაპია იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 (სულ მცირე 50 დეპუტატი).
  •  აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საკითხი 7 დღის ვადაში გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს.
  • საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და 1 თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.
  • თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება.
  • თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

“პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 (ანუ, სულ მცირე 100 დეპუტატი). ამ შემთხვევაში პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება და 45 დღის ვადაში გაიმართება რიგგარეშე არჩევნები”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის ცნობით, ვინაიდან 2017-2018 წლების ან შემდგომი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებდა 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საგამონაკლისო წესს, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან გაუქმდა, 2024 წლამდე გასამართი რიგგარეშე არჩევნები წარიმართება კონსტიტუციის ძირითად ნორმაში გაწერილი პროცედურით – არაპირდაპირი წესით. კერძოდ:

  • ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს 300 წევრიანი კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პარლამენტის ყველა წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წევრები და საკრებულოების შემადგენლობიდან პარტიების მიერ დანიშნული წევრები.
  • Პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით (200 ხმა).
  • თუ პარლამენტმა სასამართლოს დასკვნის მიღებიდან 2 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არ შეიძლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved