• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
14:33 08-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,184

მწერალი გიორგი კეკელიძე:

,,ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი – და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა – იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც ვარსკვლავის ბინადრები. ეს მერე, წლები აქცევს ერთაბზაციან, მეცნიერულ განმარტებად ნაცნობ ვარსკვლავებს. მაგრამ ჩემთვის რატომ? – ეს ვიკითხე მხოლოდ. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ – ზუსტად ვიცი, შენ განსაკუთრებით უყვარხარ. და მე რატომ? – ისევ ვიკითხე. იმიტომ რომ – მითხრა ბებიამ და დაფიქრდა – იმიტომ რომ შენ წაბლისფერი თვალები გაქვს.
უცნაური საბუთი იყო, ღმერთმანი. ჩემს ირგვლივ, ვისაც კი ვიცნობდი, ყველას წაბლისფერი თვალები ჰქონდა და რაღა მაინცდამაინც მე?
იმ ქალს ღვთისმშობელი ჰქვია – ჩაიჩურჩულა ბებიამ ძალიან უცნაურ პასუხად და გურული პირჯვარი გადაიწერა. სწრაფი, არითმიული. მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს.
ამის მერე დავიჯერე და სულ ასე მეგონა. ამ განცდით გავდიოდი კისერმოსატეხ ხეებზე, ვხტებოდი დიდ გუბეებზე, მიყვარდებოდა ყველაზე ლამაზი გოგოები, ხელს პირველი ვწევდი გაკვეთილზე – ვიცოდი თუ არა კარგად. მახსოვდა – მსხლის ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იქ ცხოვრობს ქალი, რომელიც ჩემზე ლოცულობს და მეხმარება. მეხმარება, იმიტომ, რომ წაბლისფერი თვალები მაქვს.
ერთხელ, რაღაც წრეზე რომ დავდიოდი, მესამე თუ მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ერთნაირი ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხია, პირიქით, ფურცელზე ხატი როგორ შეიძლებაო. გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები და გამოვიქეცი. იქაურმა მღდელმა თქვა, გიორგიმ ღვთისმშობელი გადაარჩინაო და ოჯახში ეს ლეგენდაც გაჩნდა – გიორგი, რომელმაც ღვთისმშობელი გადაარჩინა. დედაჩემი დღემდე მახსენებს ხოლმე და ამ იმედით არის, რომ ოდესმე მომაგონდება.
ხოლო მე, ურწმუნო და უსაყრდენო კაცი, გამოფიტული ამ ზედაპირული ცხოვრების მორევით, ხან შემთხვევით, ტაძრის კართან აღმოვჩნდები, შევდივარ და ღვთისმშობლის ხატს ვუყურებ, როგორც ჩემი დაკარგული ბავშვობის სარკეს. როგორც სარკეს, სადაც ბევრი ოცნება მქონდა, ყოველდღიურ ღიმილს არ ვიზეპირებდი საგანგებოდ წინა საღამოს და არც უცნაური, შიშნარევი გულისცემა მაღვიძებდა გამთენიისას.
დღეს დილით, ძალიან, ძალიან მომინდა დავიჯერო, რომ სადღაც უკან, ბავშვობაში, დგას ხე, რომელიც მსხლისაა და თავზე ვარსკვლავი ჰკიდია და იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს ქალი, რომელსაც განსაკუთრებით ვუყვარვარ, რადგან წაბლისფერი თვალები მაქვს. მერე რა, რომ მილიონობით ადამიანს აქვს ასეთი თვალები. მე თუ მკითხავთ, რწმენაც ეს არის – არა ცოდნით ძებნა საყრდენისა, არამედ განცდით. ბებიაჩემმა ასე მითხრა. ბებიაჩემმა, ნათელამ.“

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved