• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯეოსელი ყაჩაღურ კანტორად იქცა და მომხმარებლებს ძარცვავს, ეს არ არის დასავლური ყაიდის ბიზნესი, ეს არის რუსული ყაჩაღობა” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:01 08-25-2023
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,346

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

რა საწყენია, რომ ერთ დროს ძალიან კარგი კომპანია, ჯეოსელი, დღეს ყაჩაღურ კანტორად იქცა და მომხმარებლებს ძარცვავს.
ვინც მე მენდობით და იცით რომ ტყუილად ბრალდებებს არ ვისვრი, ჯეოსელს მოშორდით – გაყაჩაღებენ და, რაც მთავარია, შენ გაბრალებენ, ყაჩაღობის საუკეთესო ტრადიციებში.
(მე უკვე მაგთიზე გადავედი, განვიხილავდი გადაფიქრებას – მაგრამ დალაპარაკება რომ ვცადე (რუსული აღარ გვექნება მეორე ენად, გამოვცვლითო და ამიტომ ვცადე) მივხვდი, რომ ჩვეულებრივად მძარცვავენ და ტაბულაც გადამაქვს კორპორატიულად – არადა დაფუძნების დღიდან ჯეოსელში ვიყავით).
ახლა ძარცვის სხვა შემთხვევაა.
ქვეყნიდან გავდივართ საქმეზე.
გიგასთვის როუმინგის ჩართვა და
პაკეტის ყიდვა მინდოდა.
(ფუნქციონალურია ტელეფონი – ყველაფერი ჩართული).
ჯერ 60 ლარი ჩავრიცხე – ვიფიქრე იყოს ზედმეტი 15 ლარი, 500 მბ ვყიდულობდი 45 ლარად.
ვერ ვიყიდე – 4 ლარი გაქვსო ანგარიშზე.
მეთქი, როგორ მეზიზღებით – მაგრამ ავდექი და კიდევ 45 ლარი ჩავრიცხე, ზუსტად ის თანხა რაც 500 მბ ინტერნეტის შესაძენად მინდოდა.
გამოიცანით 60 + 45 რამდენია?
6!
ყაჩაღების არითმეტიკით 60+45 = 6.
მომხმარებელს არეკეტებენ და ისეთი სისტემა აქვთ აწყობილი, რომ 105 ლარიდან – 6 ლარი დაგიტოვონ მოსახმარებლად.
ანუ ჯეოსელში შეტანილი 105 ლარიდან, სარგებლობაში დამრჩა 6 ლარი.
ეს მაშინ, როცა ყველაზე ძვირი პაკეტი 55 ლარია და ყველაფერს მოიცავს გარდა როუმინგისა.
ანუ რომც გადაეყლაპა ყველაზე ძვირიანი პაკეტის ავტომატურ განახლებას – “ყველაფერი ულიმიტო” 55 ლარი, გაუგებარია 45 ლარი რაში შეჭამა? თუ 55 ლარიანი პაკეტი ყველაფერი ულიმიტოა – 45 სად წავიდა? 6 ლარად რატომ დამიჯდა?
ისინი გაბრალებენ რომ შენ აკეთებ პაკეტების აქტივაციას რომელიც არ უქმდება და ავტომატურად ახლდება – მათ შორის ურთიერთგადაფარვადი პაკეტები – შეუძლებელია ორივე ერთად კლიენტს სჭირდებოდეს სისტემაში ორივეს აქტიურად ყოფნა მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ყაჩაღი ხარ და ძარცვავ მომხმარებელს.
ეს სამარცხვინო ილეთი აქვთ ადამიანების დასაყაჩაღებლად.
და თან შენ გაბრალებენ – იმიტომ გაუპატიურებთ რომ მოკლე კაბები გაცვიათო – ასე გითვლიან (ანუ შენ ჩართე ის პაკეტი, რომელიც არ გჭირდებოდაო).
ასეთ ყაჩაღურ კანტორად გადაიქცა ეს ერთ დროს კარგი კომპანია.
სასამართლოშია ეს საქმე წასაღები – ეს ჩვეულებრივი ძარცვაა და ძალიან ბევრი საქმე რომ არ მქონდეს, პრიორიტეტად დავსახავდი, მაგრამ სამწუხაროდ თავს ამას ვერ მივუძღვნი – მეორადი მნიშვნელობისაა.
უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არ არის დასავლური ყაიდის ბიზნესი, ეს არის რუსული ყაჩაღობა, რაც ძალიან კანონზომიერია იმის გათვალისწინებით, რა რეჟიმიც მართავს ქვეყანას.
ამიტომ, სჯობს რუსული რეჟიმის გამოცვლაზე ვფოკუსირდე – მერე სასამართლო გამოსწორდება და მომხმარებელი თავის უფლებებს თავისუფალ სასამართლოში დაიცავს.
მე მინდა ეს და მსგავსი თაღლითობები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და სამართალი მოქალაქეებმა აღასრულონ.
მოკლედ, ვინც მე მენდობით და ჩემსავით, გირჩევნიათ თქვენი ზედმეტი ფული (თუ გაქვთ) ქველმოქმედებას, სასარგებლო ინიციატივებს მოახმაროთ და ვიღაც ყაჩაღებმა არ დაგაგოიმონ, ჯეოსელიდან გაასწარით.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ბრალდებას უპასუხებს, მასალა განახლდება.
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილისილქნეტიჯეოსელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved