• რეკლამა
  • კონტაქტი
19:31, პარასკევი, 12 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საპენსიო აქტივების მართვის წესი იცვლება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:25 08-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

საპენსიო აქტივების მართვის წესი იცვლება – საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები სამ სხვადასხვა – მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში გადანაწილდება.

დაგროვებითი პენსიის პროგრამა საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს. კანონის  თანახმად, ამ წლების განმავლობაში მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ნაკლები რისკის შემცველ აქტივებში იდებოდა, 2023 წლის 6 აგვისტოდან კი ხელმისაწვდომი გახდა საშუალო და მაღალრისკიანი ინვესტიციებიც.

მოქალაქეებს დაბალი, საშუალო და მაღალრისკიან აქტივებზე არჩევანის გაკეთება 6 სექტემბრამდე თავად, იუსტიციის სამინისტროში ან ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ არჩევანს არ გააკეთებენ საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგები ავტომატურად შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • სქემაში გაწევრიანების მომენტისთვის 40 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში;
  • სქემაში გაწევრების მომენტისთვის 40-დან 50 წლამდე ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივები − საშუალორისკიან  საინვესტიციო პორტფელში;
  • 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები − ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში.

პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს. ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას თქმით,  გრძელვადიანად ყველაზე მეტ მოგებას მეტი რისკის შემცველი პორტფელი მოიტანს.

“ყველა საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენი 5 წლის პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ მოხდება აღნიშნული აქტივების ზრდა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მინიმუმ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხდება იმ აქტივების ზრდა, რომელიც არის საპენსიო აქტივები. ამიტომ რისკიანობა არის ეკონომიკურ ზრდაზე, რამდენად მეტად გაიზრდება ეს აქტივები. რისკი არის რამდენად აჯობებს, საპენსიო აქტივების ზრდა, ეკონომიკურ ზრდას”, – თქვა ნიკოლოზ გაგუამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved