• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის 6 მოქალაქეს, რომელთა გატაცება FSB–მ სცადა, საქართველოში არ უშვებენ – Novaya Gazeta

ალია ავტორი - ალია
16:59 08-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
562

Novaya gazeta-ს ინფორმაციით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკვე კვირაზე მეტია უკრაინის 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა 16-17 აგვისტოს ღამით სცადეს, თუმცა მესაზღვრეებმა უარი უთხრეს.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, Unmode-ის ხელმძღვანელმა გამოცემას უთხრა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა FSB-ს ოფიცრება საზღვარზე მყოფი ერთ-ერთი უკრაინელის გატაცება სცადეს.

“FSB-ს თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩასმა სცადეს, დანარჩენებმა ამის საშუალება არ მისცეს.  ქართველი მესაზღვრეები დასახმარებლად მივიდნენ. ახლა უკრაინის მოქალაქეები ტერმინალთან იმალებიან”,- განაცხადა აიდანა ფედოსიკმა.

მედიის ცნობითვე, 40 წლის კაცი, რომლის გატაცებაც FSB-ს თანამშრომლებმა სცადეს, უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და იქ ბინადრობის უფლებაც აქვს. ის რუსეთში დის სანახავად იმყოფებოდა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობს.

“მიხეილი რუსეთში ჩასვლისთანავე ზეწოლის ქვეშ მოექცა. მას აეროპორტის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. სპეცსამსახურებმა ის დაკითხვის ოთახში მოათავსეს, სადაც აიძულებდნენ ხელი მოეწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ყირიმი რუსეთია”, – თქვა აიდანა ფედოსიკმა.

მას შემდეგ რაც უკრაინის მოქალაქემ ხელმოწერაზე უარი თქვა, ის “ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის” ბრალდებით პოლიციის განყოფილებაში  გადაიყვანეს, სადაც სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

Unmode-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯგუფთან ერთად მიხეილმა მოახერხა რუსეთის ტერიტორიის დატოვება და საქართველოს საზღვრამდე მისვლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved