• რეკლამა
  • კონტაქტი
20:00, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამოთხეში მოხვდება ყველა, ვინც ჩემ პარტიას მისცემს ხმას – ზიმბაბვეს პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
16:07 08-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
978

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ყველა, ვინც მის პარტიას მისცემს ხმას, სამოთხეში მოხვდება. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წელს მოწყობილი გადატრიალების შემდეგ გახდა.

თავის გამოსვლაში მნანგაგვამ მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების პერიოდში ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას მოერიდონ. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“  წერს, ზიმბაბვეს პრეზიდენტის ამ გაფრთხილებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი მმართველი პარტიის აქტივისტმა მოკლა.

„ძალადობის ორგანიზატორები დაისჯებიან ყოველგვარი შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე“, – განაცხადა ზიმბაბვეს ლიდერმა.

ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დღეს იმართება.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „ამნესთი ინთერნეშენელი“ ზიმბაბვეს პრეზიდენტს და მის მომხრეებს ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნელსონ ჩამისა „ასოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ზიმბაბვეს მოქალაქეებს ხშირად ემუქრებიან ძალადობით, თუ ისინი უარს ამბობენ მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე.

აშშ-სa და ევროკავშირს ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული. ქვეყანას წლების განმავლობაში მართავდა ავტოკრატი ლიდერი რეობერტ მუგაბე, რომელიც 2017 წელს გადატრიალების შედეგად გადააყენეს. ის 2019 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved