• რეკლამა
  • კონტაქტი
23:09, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შოვში ვიდეოს და ფოტოს გადაღება ამიკრძალეს… 3 წლის ბავშვი რომ იპოვეს შლამში, იმ დღეს ყველაზე ცხადი იყო, რომ მათაც ძალიან უჭირდათ მორალურად იქ ყოფნა” – რა ნახა და მოისმინა შოვში მოხალისემ?

ალია ავტორი - ალია
19:49 08-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
780

რადიო თავისუფლებასთან 23 წლის მათე ბაღაშვილი სოფელ გლოლიდან, რომელიც შოვში სტიქიის მესამე დღეს, 6 აგვისტოს, ჩავიდა მოხალისებ და სახელდახელოდ მოწყობილ “დღვიორის ბანაკს” შეუერთდა, ამბობს:

“ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იქ იყო. არავისთან არ გადიოდა, არავინ არ მპასუხობდა, პირველი ორი საათი იყო ჯოჯოხეთის ტოლფასი – არაფერი არ იცი იმის გარდა, რომ ძალიან დიდმა ტალახის მასამ გადაუარა შოვს.

ჩემი ბიძაშვილი გამოვიდა პირველი ხაზზე და მითხრა, ჩვენ გადავრჩით, უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხია შიგნითო და გამომიგზავნა მდინარის ვიდეოები, სადაც ჩანდა, რამხელა შლამი და ხეები მოჰქონდა წყალს. ამ დროს ვიცოდით, რომ 15 კაცი იყო დაკარგული და მსხვერპლი არ იყო. მაშველები რომ ჩავიდნენ, ვფიქრობდი, რომ ყველა გამოიყვანეს, ვინც იქ იყო. მედიაშიც ასე იწერებოდა, რომ ყველა გადარჩა, არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ნელ-ნელა გავიგეთ, რომ კატასტროფა ხდებოდა – ადამიანებს შვილები ჰყავდათ დაკარგულები, დები და ძმები, მშობლები. მეორე დღეს დრონის კადრები რომ ვნახე, მივხვდი, რომ იქ თუ ვინმე იყო, ცოცხალი აღარ იქნებოდა გადარჩენილი, მაგრამ სულ, იქიდან წამოსვლამდე, ვებღაუჭებოდი იმ იმედს, რომ იქნებ ვინმე ტყეში იყო თავშეფარებული.

სანამ ჩავიდოდი, ძალიან უსუსურად ვგრძნობდი თავს. თან სულ მესმოდა ჩემი იქ მყოფი ნაცნობებისგან, რომ მაშველები დიდს ვერაფერს აკეთებდნენ. რეალურად, პირველმა ორმა დღემ რაჭველი ბიჭების მხრებზე გადაიარა – გაკვალვა მათ დაიწყეს და მათ შეიყვანეს ეს ძებნის პროცესი მუშა ფორმაში. რაც მესმის ამ პირველ დღეებზე, ძირითადად არის უარყოფითი კომენტარები ხელისუფლების მიმართ. იმ “ბახილებიან კაცზე” ლაპარაკი აღარც მინდა, შეიძლება ჩამოატყავონ, ვინმემ რომ დაინახოს იქ კიდევ ერთხელ მისული.

 

არავის არ ახსოვს გლოლაში ასეთი სამარისებური სიჩუმე. ვიღაცას მოასვენებენ და მაშინ იწყება საშინელება. ადამიანები დადიან ორ-ორ პანაშვიდზე და გასვენებაზე. ყველგან ისმის სიკვდილი. ჩვენი თაობისთვის არ მგონია, შოვი, სულ რომ შვეიცარიას დაამსგავსონ, ისევ ის გახდეს, რაც [აქამდე] იყო. ლამის ყოველღამე ვარსკვლავების საყურებლად ავდიოდით ხოლმე. ახლა სასაფლაოზე ვინ ავა ვარსკვლავების საყურებლად.

ტალახის უდაბნოა, გაქვავებული. ადამიანები ისე ლაპარაკობენ სიკვდილზე, დასახიჩრებულ ცხედრებზე და სხეულის ნაწილების პოვნაზე, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და გიყურებენ ჩამქრალი თვალებით. გგონია, რომ მათი ცხოვრება აქ და ამ წამს, გაჩერებულია.

როგორც კი ჩავედი, ეგრევე გამაფრთხილეს, რომ არ უნდა გადამეღო ტელეფონით არც ვიდეო და არც ფოტო, თუ ზემოთ, შოვის ტერიტორიაზე მოვხვდებოდი…აღმოჩნდა, რომ ეს წესი ყველასთვის მოქმედებდა და მოქმედებდა მკაცრად. იქ ყოფნისას ორჯერ სრულად გაითიშა ტელეფონის სიგნალი. ერთხელ შს მინისტრი რომ იყო ჩამოსული პირველად მაშინ და მეორედ არ მახსოვს, ვინმე იყო ჩამოსული თუ რამე სხვა ხდებოდა.

სოფო ბაკურაძის სამძიმარზე რომ ჩავედი და ვნახე ის ადამიანები, ვინც პირველ დღეებში სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს ასრულებდნენ, რაღაცნაირად განაწყენებულებმა მითხრეს: მაგათ ემსახურებით, მაგათ უმზადებთ საჭმელს, 50 ადამიანი მუშაობს 400 თუ 500 კაციდან და ჩვენ სანამ არ გავედით მდინარის მეორე მხარეს, იდგნენ და უყურებდნენ, ისე ეშინოდათო.

მე როგორც ვიცი, პირველ ორ დღეს ადგილობრივების მუშაობის, ძებნის და ძიების წილი იყო აბსოლუტური, ალბათ, 90% და სამაშველო სამსახურის – 10%. რაღაცნაირად სპეკულირებენ იმით, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ მაშველებს, მაგრამ ჩვენ მაშველებს არ ვაკრიტიკებთ, ვერავინ ვერ გაიქცევა სტიქიის ზონაში, თუ ხელმძღვანელები არ მისცემენ ბრძანებას.

პირველი ორი დღის განმავლობაში იპოვეს ყველაზე მეტი ცხედარი ზუსტად იმიტომ, რომ ადგილობრივები ეძებდნენ გარდაცვლილებს. თუ დააკვირდებით, მომდევნო დღეებში თითო-ორ ცხედარს პოულობენ. ადგილობრივები ბევრად კარგად იცნობენ იქაურობას და მოტივაციაც მეტი ქონდათ, დები და ძმები ყავდათ დაკარგული იმ ადგილას. 17 წლის ბიჭი მეუბნებოდა, ხელებს რომ ვიბან, მგონია, ცხედრის ნაშთები არ ჩამომდისო.

არც კი იციან, ვინ არის პრემიერ-მინისტრი. [ისინი, ვინც პირველი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ] პირდაპირ ამბობენ, რომ დაიგვიანეს. არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ “დაიგვიანეს” მიღმა არ არსებობს. ადამიანს რომ უყურებ და კანკალებს საუბრის დროს და აღარ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადგილას, სადაც საშინელებები ნახა, ვერ ვხვდები საერთოდ, რას ნიშნავს მის ნალაპარაკევში პოლიტიკური სარჩული.

არასოდეს არ წარმომედგინა, რომ პოლიციელებს გამამხნევებელ სიტყვებს ვეტყოდი. იქ დავინახე პირველად ადამიანი პოლიციელი, რომელიც ფორმის მიღმა ჩვენსავით დარდობს, ემოციებს ვერ უმკლავდება – 3 წლის ბავშვი რომ იპოვეს შლამში, იმ დღეს ყველაზე ცხადი იყო, რომ მათაც ძალიან უჭირდათ მორალურად იქ ყოფნა”

სტიქიის ზონაში 4 აგვისტოდან სახელმწიფო უწყებები ზღუდავდნენ და მკაცრად აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მოხალისეების საქმიანობას, არამედ იმ ინფორმაციასაც, რაც შეიძლება იქიდან მედიას და მოქალაქეებს გამოეტანათ. შოვთან მიახლოება მხოლოდ შემოვლითი გზებით და არალეგალურად იყო შესაძლებელი, პოლიცია დღვიორას ხიდის იქით გადაადგილების და მუშაობის საშუალებას არ აძლევდა მედიას. იყო შემთხვევები, როცა მაგალითად “მთის ამბების” ჟურნალისტები ამ ადგილამდეც კი არ მიუშვეს კამერებით და აპარატურით.

სრულად – რადიო თავისუფლება

თეგები: შოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved