• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ტაქტიკურ ნაბიჯებს დგამს “ბიძინას ხელისუფლება”? – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:57 08-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,647

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

“კობახიძის ბოდიშზე ძირითადად ორი ტიპის გამოხმაურებაა. ერთნი აქებენ და რა ღირსეული კაცი ხარო, ეუბნებიან, მეორენი კი აგინებენ და ვის ატყუებს ეგ, უბრალოდ დაინახეს, რომ ხალხი აღშფოთდა და იმიტომ გადმოგვიგდეს ეს სიაფანდი ბოდიში, თორემ რეალურად ისევ ის ბითურია, რაც ბოდიშამდე იყოო.
ცხადია, არც მე მჯერა და არა მგონია საერთოდ ვინმეს სჯეროდეს კობახიძის კათარზისი და სავლედან პავლედ ტრანსფორმაცია, მაგრამ თავისთავად ბოდიშის მოხდის ფაქტი არის ძალიან კარგი. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ცალსახად მიუთითებს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე: როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ წამგებიან სიტუაციაშია, ის უკან იხევს.
გასაგებია, რომ ეს უკანდახევა წმინდა ტაქტიკური ნაბიჯია და ზოგჯერ ახალი შეტევის წინა ეტაპიც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ბიძინას ხელისუფლება აგორებულ ტალღაზე შესკდომას და შელეწვას, ამ ტალღისგან განრიდებას ამჯობინებს. ასე იყო გავრილოვის ღამის და რუსული კანონის გაპროტესტების შემდეგაც. როდესაც ხელისუფლება ხედავს რომ აგებს, ის მოქმედებს “საცა არა სჯობს გაცლა სჯობს” პრინციპით.
ყოველივე ზემოთქმულიდან კი გამომდინარეობს საკმაოდ მნიშვნელოვანი დასკვნა: თუ არჩევნების დროს მოხდება საპროტესტო განწყობების სერიოზული მობილიზება და დადგება ოცნებისთვის არასასურველი შედეგი, ხელისუფლება იძულებული იქნება ეს შედეგი აღიაროს.
მესმის, რომ ეს არ მოდის შესაბამისობაში ოპოზიციური საზოგადოების იმ ნაწილის ხედვებთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ უკვე რუსეთის უკანა ეზო ვართ და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, რადგან 2024-ში აქ რეალურად პუტინი დაწერს არჩევნების შედეგებს, მაგრამ რაც უფრო ხშირად მოუწევს ხელისუფლებას უკან დახევა, მით უფრო ირწმუნებს საზოგადოება თავის ძალას და მით უფრო დაინახავს ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას არჩევნების გზით, რაც ცალსახად კარგია.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved