• რეკლამა
  • კონტაქტი
16:57, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავარი და ყველაზე საშიში ბრალდება შოვის საქმეში – “ეს იურიდიული მხარე ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას” – სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:20 08-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“გეგმა ა-მ არ იმუშავა და ამუშავდა გეგმა ბ.
არ გამოვიდა მსხვერპლის გაშავება და ეხლა მსხვერპლზე თავზე ხელის გადასმა და გულისმოგება დაიწყეს.
რატომ?
რატომ და იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის მთავარ პრობლემად და საფრთხედ სწორედ შოვში დატრიალებული ჯოჯოხეთის მინაწილეები არიან – გადარჩენილები, დაღუპულების ოჯახის წევრები, როგორც ცოცხალი მოწმეები იმისა რომ ხელისუფლებამ ღამით მუშაობის შეწყვეტით საკუთარი ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტა.
რა თქმა უნდა არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრალდებები იმაზე თუ რატომ არ იყო წინასწარი შეტყობინების სისტემა, რატომ ითქვა უარი დახმარების თხოვნაზე და ა. შ. მაგრამ მთავარი და ყველაზე საშიში ბრალდებაა ღამით ადამიანების ძებნის შეწყვეტა და გადარჩენილების მონათხრობი ამას ადასტურებს, მათ შორის ამჯერად უკვე ხელისუფლების მიერაც გმირად აღიარებული დათო ჯელაძე და სხვებიც, რომლებიც 3-4 საათის განმავლობაში ხედავდნენ და ესმოდათ როგორ ითხოვდნენ შველას ადამიანები. ეს კი საფუძველშივე გამორიცხავს ხელისუფლების ვერსიას რომ იქ შველას აზრი არ ჰქონდა და ყველაფერი პირველივე წუთებში დასრულდა. მე ამ ვერსიის იურიდიულ მხარეს ვგულისხმობ, რაც ყველაზე მეტად აშინებს ხელისუფლებას, თორემ მის მორალურ მხარეზე აზრიც არა აქვს საუბარს რადგან ეს მთავრობისთვუს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
უამრავი დეტალი, რაზეც ეხლა არ შევჩერდები და ყველამ იცის ადასტურებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმძიმეს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამის მთავარი მოწმეები გადარჩენილები არიან. სწორედ მათი ჩვენებების ეშინია ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ, რაკი გაშავება არ გამოუვიდა, ეხლა გულისმოგების გზას დაადგა.
ბოლომდე ვიტოვებ იმედს რომ ჯოჯოხეთგამოვლილი გადარჩენილები, რომლებმაც საკუთარ თავებთან ერთად სხვებიც გადაარჩინეს, არ შედრკებიან, არ დაიბნევიან და სიმართლის ლაპარაკით ამჯერად
ჩვენ დაგვეხმარებიან მომავალში შვილების გადარჩენაში.
დამნაშავე ხელისუფლებას პასუხი უნდა ვაგებინოთ!
დაინახავთ ვინმე პოლიტიკურ სარჩულს რასაც ვამბობ იმაში? კი ბატონო, მე მათ შორის ვარ, ვისაც ეს ხელისუფლება არ უნდა, მაგრამ ძალიან გთხოვთ მათ, ვისთვისაც სიცოცხლე თუნდაც თავისუფლებაზე მეტია: ბრალდება, რომელსაც ჩვენ ვუყენებთ ხელისუფლებას სწორედ სიცოცხლეს ეხება და ეს თუ გაუვიდათ, ხვალ არანაირი სტიქია ჩემს და თქვენს შვილს არ გაარჩევს!
შვილები ყველას ერთნაირად გვიყვარს, იმედია.
შოვში ადამიანებს ისევ ეძებენ…”
თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved