• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ისე გამოვიდა, რომ იძულებითია საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება და მე ამას ვვარაუდობდი”- ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
00:23 08-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,036

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, საქართველოს  ხელისუფლებამ აკრძალა რუსეთში ამერიკული ავტომობილების სრულად და ნაწილობრივ შეზღუდა ევროკავშირიდან მათი რეექსპორტი. ამ გადაწყვეტილებით საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე–11 პაკეტს შეუერთდა. რა მოხდა? რატომ შეუერთდა ამ სანქციებს ჩვენი ხელისუფლება, როდესაც აქამდე ნეიტრალური იყო ამ საკითხში?

– ევროკავშირმა გადაწყვიტა, რუსეთი დატოვოს უცხოური ავტომობილების გარეშე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა საქართველოდან ლარსის გავლით რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი. არავინ არ არის ბრმა, რომ ეს ვერ დაენახა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო გამოვიდა ისე, რომ საქართველო ევროკავშირის მე–11 პაკეტს შეუერთდა.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ საქართველო არ შეუერთდებოდა ამ სანქციებს, მაშინ ევროკავშირი და ამერიკა დაასანქცირებდნენ საქართველოს და როგორც რუსეთში, აქაც აკრძალავდნენ ევროპიდან და ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს. რამდენად რეალურია ეს ვერსია?

–რამდენადაც ვიცი, მართლა ასე იყო. თავდაპირველად პირდაპირ აპირებდნენ, რომ საქართველოში აკრძალულიყო ევროპიდან და ამერიკიდან ავტომობილების იმპორტი, რადგან არავის ჰქონდა იმედი, რომ საქართველო სანქციებს შეუერთებოდა, მისი გვერდის ავლით არ მოხდებოდა რუსეთში უცხოური ავტომობილების გაყვანა. ბოლოს, ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღეს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირსა და ამერიკას შეპირდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამ სანქციას შეუერთდებოდა და გააკონტროლებდა კიდეც. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, სანქციას ავცდით, თორემ  დავრჩებოდით რუსეთის ბაზრის ამარა. რუსეთი კი როგორ ავტომობილებს აწარმოებს, ყველას კარგად მოგვეხსენება. ყველაფერს თავი დავანებოთ, რუსეთის ხელისუფლების ყველა უწყების ავტოპარკში მხოლოდ ამერიკული და ევროპული ავტომობილები ჰყავთ და მათი პრეზიდენტი, პუტინი მხოლოდ უცხოური, ევროპულ საავტომობილო ქარხნებში სპეცშეკვეთით დამზადებული ლიმუზინებით სარგებლობს. ცხადია, რუსეთის მოქალაქეებიც უცხოურ ავტომობილებს არჩევენ და მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ყიდულობს რუსულს. გარდა ამისა, საქართველო ევროპული საავტომობილო ბაზარზე 95%–ით არის დამოკიდებული, უცხოური ავტომობილების მხოლოდ 5% შემოდის რუსეთიდან. სახელმწიფომ ლოგიკური არჩევანი გააკეთა 95%–ის სასარგებლოდ. ეს რომ არ ექნა, რუსული ავტომობილების იმედად დავრჩებოდით და ვისაც ის 95% შემოაქვს ევროპიდან და ამერიკიდან, ის ხალხი უმუშევარი დარჩებოდა, აწყობილი ბიზნესი დაენგრეოდათ.

–გამოდის, საქართველოს ხელისუფლება იძულებით, მაგრამ  მაინც შეუერთდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციას და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთის წინააღმდეგ და დასავლეთის მიმართულებით, რაზედაც აქამდე თავს იკავებდა?

–კი, ასე გამოვიდა, რომ იძულებითია საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება და მე ამას ვვარუდობდი, თქვენთან ინტერვიუებში ხშირად ვამბობდი, რომ ესენი ერთხელაც დასავლეთიდან ზეწოლას ვერ გაუძლებდნენ და მის ნებას დაჰყვებოდნენ.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved