• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უგუნურო, იმ კოვზზე ვისი სხეულია? კოვზს კი არა, ქრისტეს ებრძვი შენი სიბრმავით!”

ალია ავტორი - ალია
01:58 04-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

სხალთის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ფილიპე აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“რამდენად უგუნური უნდა იყო, რომ პრემიერს ჰკითხო ზიარების საიდუმლოს შესახებ, რომელიც ორიათასი წელია მოქმედებს ეკლესიაში და მისი საიდუმლოების გარკვევა, თუ როგორ ხდება პურისა და ღვინოს შეცვლა ქრისტეს სისხლად და ხორცად დღემდე ამოუხსნელია.

თვით ზეციური ანგელოზები, რომლებიც უხილავად მყოფობენ წირვის დროს და სიხარულით ისმენენ სახარებას, იმათთვისაც კი დაფარულია ეს საოცარი საიდუმლო!

დღეს გამოდის ვიღაც ჟურნალისტი და პრემიერს ეკითხება შემაძრწუნებელი საიდუმლოს შესახებ!

ღვთის ანგელოზები შიშით და მოწიწებით დგანან ქრისტეს საიდუმლოების წინაშე! რას შეიძლება შევადაროთ ამათი უვიცობა და სულიერი სიღატაკე?

უნებლიეთ ებრძვიან ქრისტეს, აბა ცნობიერად სად აქვთ ორი თავი ქრისტეს შეებრძოლონ! ვინც შეებრძოლა ქრისტეს შეგნებულად, იულიანე განდგომილს ვგულისხმობ, მოუწია გულგანგმერილს დაძახება,,შენ გაიმარჯვე ნაზარეველო” ამათი უცოდინარობა მაგონებს კაიაფა მღვდელმთავრის სიტყვებს, როცა ქრისტეზე ამბობს:,,მისი სიცოცხლე საფრთხის შემცველია, ამიტომ უნდა მოკვდესო”!

იგივეს იძახიან დღეს ქრისტეს ზიარებაზე. ,,კოვზი საფრთხის შემცველია” უგუნურო, იმ კოვზზე ვინ იმყოფება? ვისი სხეულია მასზე? შენ კოვზს კი არ ებრძვი და ბარძიმს, ქრისტეს ებრძვი შენი სიბრმავით! ჩვენ ქრისტიანები კოვზს და ბარძიმს კი არ ვეთაყვანებით, არამედ მასზე დაბრძანებულ ქრისტე მაცხოვარს!

კოვზი და ბარძიმი ერთი და იგივე საშუალებაა ქრისტეს სიწმიდის მისაღებად. კოვზი პატარა ბარძიმია ერისკაცთა საზიარებლად. მასზე სამყაროს განკაცებული ღმერთის სისხლია და ხორცი. როდესაც ეხება ჭურჭელს, ყველაფრისგან წმინდავს მას!

თუ შენ ქალაქის წყალში ქლორს ურევ, რომ ბაქტერიები მოკლას, მითუმეტეს სამყაროს შემოქმედის მიერ მოცემული თავისი ყოვლადწმიდა სისხლი და ხორცი რამდენად განწმინდავს კოვზს! წაიკითხეთ ჩვენი მეფეთა ცხოვრება, როგორი მოკრძალება ჰქონდათ ზიარების საიდუმლოებასთან! არც ერთი არ გასულა ამ ქვეყნიდან უზიარებელი! თუ არ იცი მას ჰკითხე ვინც ახლოს არის ამ საიდუმლოსთან! გემის შესახებ, თუ გინდა გაიგო მის კაპიტანს უნდა ჰკითხო! მთის მწერვალზე ასვლა თუ გინდა რჩევა მთასვლელს უნდა ჰკითხო! ეკლესიაში რა საიდუმლოებები აღესრულება და როგორ პატრიარქს უნდა ჰკითხო! ხელზე რომ ემთხვევი ეგ იმიტომ არის დადგენილი, რომ ამით გამოხატავ მზადყოფნას, რომ მას დაუჯერო! თქვენ კიდევ ზიარების საიდუმლოების შესახებ, რომელიც სულიერია უფრო მეტად ვიდრე ხორციელი, ეკითხები არა მის მფლობელს, არამედ თვითონაც რომ არ იცის ამის შესახებ! ! რა ჰქვის ასეთ საქციელს? უგუნურება!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved