• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” სისხლიანი 11 წელი – ქილერების მთავრობა” – ბუჩუკური

ალია ავტორი - ალია
21:11 08-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
464
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ქართული ოცნების” სისხლიანი 11 წელი – ქილერების მთავრობა
როცა ჩემი, შენი და ჩვენი სიცოცხლე არაფერია… როცა ოლიგარქის ერთი ბუჩქი უფრო ღირებულია, ვიდრე ჩვენი სიცოცხლე, როცა ოლიგარქი თავის ბუჩქებს დაათრევს, მაშინ სახელმწიფოს თითოეული უწყების ტექნიკა – ვერტმფრენი, გემი, სატვირთო და ა.შ. სრულად მობილიზებულია, ქუდზე კაცია გამოსული ახირებული მდიდარი რუსის საამებლად…
ახლა კი, როცა ბავშვები, გოგო-ბიჭები, ქალები და კაცები ჩვენმა რუსმა მთავრობამ ტალახში ჩასაგუდად გაიმეტა, როცა ემოციები და ტკვილი გვკლავს, ბედავს შსს მინისტრი და ამბობს, რომ ღამის ხედვის ვერტმფრენებიც გვყავს და სხვა ტექნიკაც, მაგრამ ამას ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად ვიყენებთო… ამას გვიბედავს, გვკადრებს… ასე გვაკადრეს, ასე გაგვწირეს და ასე გაგვატანეს ღვარცოფს 13 ივნისსაც… არც მაშინ შეიწუხეს თავი ვერტმფრენების მობილიზებისთვის – ორსული გოგო გვარად ზარანდია, თავს სხვენს აფარებდა და ვერტმფრენს ელოდა, თუმცა თავად ჯერ არ დაბადებულ ბავშვთან ერთად გაფრინდა…
ან საქართველოს ისტორიაა ერთი დიდი სიყალბე, ან მართლა უნდა დავმთავრდეთ როგორც ერი, თითოეული ჩვენგანი მართლა უნდა “ჩაგვაცემენტოს” ჩვენმა რუსულმა მთავრობამ, მხოლოდ იმიტომ რომ ამას ვიტანთ‼️ მკვლელი ოლიგარქის რეჟიმი მხოლოდ ქუჩაში დასრულდება, მისი სისხლიანი დიქტატურა სხვანაირად არ მორჩება, ესენი უნდა გავყაროთ, უნდა გავბრაზდეთ და უნდა შევთანხმდეთ, რომ დასაკარგი არცერთი შვილი არ გვყავს, რომ ჩვენკ შვილების სიცოცხლე მანიაკი ოლიგარქის ბუჩქებზე მნიშვნელოვანი ‼️რომ მისი ხელის ბიჭები ვერ დაგვხოცვენ‼️
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სხვათაშორის, თქვენც გითხრათ გომალურმა, თვითაღიარება მოგცათ და რა ვიცი, ფორმალურად მაინც დაიწყეთ გამოძიება, მოგიბრუნდებათ ერთხელ შოვში გარდაცვლილ-ჩაგუდული ადამიანების ოჯახები, აუცილებლად მოგიბრუნდებათ ტალახში ბავშვის ცხედრის ნაცვლად ნაპოვნი დათუნიას მპოვნელიც, ის მამაც და მისი ტკივილის გამზიარებლებიც…
ამაზე ია მეტრეველის კომენტარს ვნახავდი სიამოვნებით, გირგვლიანს და რობაქიძეს, ოღონდ მხოლოდ ამ ორს რომ დღემდე გლოვობენ, მაგრამ სხვა მოკლულები, შოვში ჩაცემენტებული ადამიანები ცალ ფეხზე რომ კიდიათ იმ ხალხისაც… თორემ ჩემთვის ყველა დროში, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში სიცოცხლე იყო, არის და იქნება უპირატესი – განურჩევლად გვარებისა…
სისხლიანი ოლიგარქატი უნდა დასრულდეს აქ და ამჟამად თორემ დაგვასრულებენ ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს‼️“

ღამით ფრენის საშუალებები შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, მაგრამ რისკია.. ხეობაა, მთებია, ხეებია. შეიძლება რაღაცას წამოედოს – ვახტანგ გომელაური

თეგები: თამარ ბუჩუკური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved