• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ იდეას ვიცი, რომ გვერდს აუვლიან, დაიკიდებენ, გაიცინებენ და ისევ იმ ქაოსს მოერგებიან, მაგრამ მაინც…” – ბაუჟაძე

ალია ავტორი - ალია
02:18 08-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,821

ჟურნალისტი, გიდი, ზურაბ ბაუჟაძე:

“ამ იდეას ვიცი, რომ გვერდს აუვლიან, დაიკიდებენ, გაიცინებენ და ისევ იმ ქაოსს მოერგებიან, მაგრამ მაინც….

ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილები აჭარაში მახუნცეთის ჩანჩქერი, გონიოს ციხე და ბოტანიკური ბაღია.

ამ სამეულს რეგიონში ჩამოსული ტურისტი გვერდს ვერ აუვლის.

ვერ აუვლის იმიტომ რომ ტურისტულ კომპანიებს აქვთ შეტანილი ისინი ექსკურსიის პროგრამებში.

ადრე, ამ პროგრამებში ღვინის სახლიც შეჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან იქ სერვისის დონე კატასტროფულად დაბალი იყო და უამრავი უკმაყოფილო კლიენტი გაჩნდა, ამოიღეს.

შედეგად, ეს ადგილი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს დღეს. თუმცა, მენეჯმენტი შეცვლილია და ახლა რა ხდება არ ვიცი. პირადად მე გვერდს ვუვლი იქაურობას წლებია.

ჰოდა, რა მინდა ვთქვა.

მდგომარეობა რომელიც მახუნცეთშია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იქაურობა ერთ დიდ მდარე ბაზრადაა ქცეული. საშინელ ფასადებიანი სახლების ფონზე საბჭოთა ამორტიზირებული შენობები დეპრესიულ გარემოს ქმნიან.

თაღოვანი ხიდი კი მენავეებისგანაა ჩახერგილი და ძეგლად აღქმა უკვე ჭირს.

რას ვიზამდი ჩემზე რომ იყოს?

სავაჭრო დახლებს და სუვენირების მაღაზიებს ქვემოთ არსებულ მინდორში მოვუყრიდი თავს, ლამაზ და კოხტა სავაჭრო რიგებში. სხვაგან ავკრძალდი ვაჭრობას.

ჩანჩქერის ირგვლივ გვიმრებისა და როდოდენდრონების ბაღს გავაშენებდი და არანაირი კაფეები იქ არ იქნებოდა. მხოლოდ სუბტტოპიკული ბაღი და ჩანჩქერი. ამორტიზირებულ შენობებს ავალაგებდი და მეტი სივრცე გაჩნდებოდა. ფასადებს მოვაწესრიგებდი.

თაღოვანი ხიდის ირგვლივ ყველა სიმახინჯეს მოვაშორებდი. ძეგლის ირგვლივ 50 მეტრში ისედაც არ უნდა იყოს არაფერი.

მენავეებს მოშორებით გადავიყვანდი და ეს ხიდის აღქმის საშუალებას მოგვცემდა.

გონიოს ციხეში კი რომაულ კაფეს გავხსნიდი. იქ მისულ ადამიანს დასვენებისა და სიცხეში მინიმუმ ცივი წყალის დალევის საშუალება რომ ჰქონდეს.

ბოტანიკურ ბაღს კი ერთ შესასვლელს დავუმატებდი – ზღვის მხრიდან და ბულვარიდან ბაღამდე ზაფხულში საზღვაო რეისს გავხსნიდი.

მგონი არ ვითხოვ ბევრს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved