• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ვიფიქრე, ალბათ, ჩაწერილია, როგორ ვიდებ ჯიბეში საპარსებს და სანამ ამოვიღებ, იქამდე მოჭრიან ფირს და გაავრცელებენ…” – რას იხსენებს გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
02:03 08-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
783

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

,,თვითმკვლელობის მცდელობის დღის წინა საღამოს, მეგობარს ვთხოვე, მაღაზიაში მიმიყვანე-მეთქი. საზარელი, აკვიატებული ფიქრების, სამყაროსგან გაძევების განცდის, დაუცხრომელი შიშების გაძლება აღარ მინდოდა. ძალიან, ძალიან მომბეზრდა ეს წამება. მარკეტში ლასლასით შევედი და მახსოვს, სადღაც ბოლოსკენ, ვიპოვე ერთჯერადი საპარსები – ერთ გზად მათაც განვიხილავდი. ორი ცალი ჩამოვხსენი და უკან მოვბრუნდი. თავში ათასი სცენარი ირეოდა – გადარჩენების და წასვლების, ფსიქოტროპულების ვერაგი ბუნდოვანება ენას და გონებას ერთდროულად მიბორკავდა – ჰოდა, ეს საპარსები ჯიბეში ჩავიდე, ჩავიდე და სანამ გამყიდველთან მივედი, მოულოდნელად გამახსენდა და ელვანაკრავივით ამოვიღე. ეგ კი ამოვიღე, მაგრამ ახალი ფიქრი ჩავიდე მათ ნაცვლად, ახალი ეკლიანი ქამარი შემოვცხე ისედაც კუთხეში მდგარ, დასჯილ გონებას – ,,აქ, ხომ კამერა იქნებოდა. კი, უეჭველი. ალბათ, ჩაწერილია, როგორ ვიდებ ჯიბეში საპარსებს და სანამ ამოვიღებ, იქამდე მოჭრიან ფირს და გაავრცელებენ: ,,მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი საპარსებს იპარავს.” ტვინს ობსესიის უცაბედი ობი მოედო. თან ვიცოდი, რომ სრული სიგიჟე იყო ეს ამბავი, თანაც პოსტსტრესული შფოთვითი აშლილობის ვულკანური სუნთქვა მიწვავდა ბეჭებს და გულ-მუცელს. გამყიდველს სამჯერ ვუთხარი, რომ გზად საპარსი ჯიბეში ჩავიდე-მეთქი. ის ჯიუტად ლოგიკური ქალი გამოდგა და მერე რა, ხომ არ გაგიტანიათო, სამჯერვე მიპასუხა – მესამედ უკვე დაცვის სავარაუდოდ მოხმობის ტემბრით. მეთქი, არა, მაგრამ რადგან კამერამ გადაიღო, შეიძლება ვინმემ ჩახედოს და იფიქროს, რომ ქურდი ვარ და მპარავი – მერე სხვას დაჭირდეს და გამოაქვეყნოს. მოკლედ, როგორც კლასიკურ ქართულ ობსესიურ ანიმაციაშია მოთხრობილი, ,,გლახაკსა და ქილა ერბოში” – ბოლოს ,,აცე, ხარო მეთქი!” კინაღამ დავიძახე ანუ ფანტაზიით უკვე ციხეში ვიჯექი და მგონი ვადამდეც გამომიშვეს. რა თქმა უნდა, დაბრალების პანიკური ფობია, მანამდელმა საშინელმა გამოცდილებამ მიკარნახა, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ მაქვს სათქმელი – იმ ძირითადზეც იქნება პასუხი – შეიძლება გვიანი, მაგრამ ძალიან ცხადი და ზუსტი.
მოკლედ, გიორგი კეკელიძე, სახლში ბრუნდები თავის მოსაკლავად, ყველა ფიქრი უკვე განაწყვე საამისოდ და თან ღელავ, რამე არ დამაბრალონ, ხალხმა დაცინვა არ დამიწყოსო. უცნაურია, ძალიან უცნაური. უცნაურია, მაგრამ სირცხვილის შიში სიკვდილის შიშზე ძლიერი გამოდგა – სახელის გატეხვის შიში, ,,ყოველსა მოსახვეჭელსა” რომ სჯობს. და კიდევ: ეს ბავშვობაში ჩანერგილი რაღაც უცნაური და გაუგებარი პატიოსნება თუ ,,პატიოსნება”, როცა, მთავარი ის კი არ არის, რა გაააკეთე, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი და ჩაუდენელი დანაშაულის გამო იტანჯები, თვითგვემის საფეხურებს ასკინკილათი არბიხარ და ჩამორბიხარ. განსმაზღვრელი არა მოვლენა, არამედ მისი აღქმაა – უმეტესწილად, სრულიად და უსინდისოდ გამოგონილი. ასე გვზრდიდნენ და ასეთები გადავედით დიდ გზაზე – წინასწარ დამნაშავეები და ზოგჯერ უკვე სასჯელმოხდილები. გამოვედით და არავინ გვასწავლა თავის წამოწევა, ვიდრე ცხოვრებამ კბილებში არ ჩაგვცხო სისხლიანი წიხლი.“

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved