• რეკლამა
  • კონტაქტი
06:34, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მაქვს ვალდებულება, დავეხმარო ჩვილებს” – გორის ხელისუფლება

ალია ავტორი - ალია
17:10 04-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, ოჯახი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, დახმარებას ითხოვს.

ბავშვების დედის, ჟანა გოგიტიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო ოჯახი 10 თვის ბავშვისთვის წამლების, საკვებისა და საფენების შეძენას ვერ ახერხებს.

,,სოფელში, მაღაზიები ჩვეულებრივად მარაგდება პროდუქტებით და ჩვენთვის კვების პრობლემა არ დგას, მაგრამ მყავს 10 თვის პატარა, რომელსაც სპეციალური საკვები, წამლები და საფენები ესაჭიროება, რომელიც სოფლის მაღაზიებში არ იყიდება. საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ ვახერხებთ რომ ვუყიდოთ. არც საკუთარი მანქანა გვყავს და არც სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს.’’ – გვიყვება ბავშვის დედა.

ჟანა გოგიტიშვილის თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით, ის დაუკავშირდა, როგორც გამგებელს, ასევე მერიას, თუმცა უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებიან, რადგან მერიას 10 თვის ბავშვისთვის გათვალისწინებული საკვები არ აქვს.

Qartli.ge ბერშუეთში მერის წარმომადგენელს, დავით ცერცვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ოჯახისთვის დახმარების ვალდებულება არ აქვს, რადგან მერიას მსგავსი შემთხვევებისთვის თანხები არ გამოუყია.

,,მერიას აქვს პროდუქტებით დახმარების პროგრამა მხოლოდ მარტოხელებისა და მრავალაშვილიანებისთვის. ეს ოჯახი კი, არც ერთს არ მიეკუთვნება, ამიტომაც მე არ მაქვს ვალდებულება, რომ დავეხმარო სხვა ოჯახებს. როგორც იცით, ახლა მთავრობამ დაუშვა დროის გარკვეულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო და შხამ-ქიმიკატების შესაძენად. მათ შეუძლიათ სწორედ დაშვებულ საათებში ისარგებლონ და ამ დროს შეიძინონ, რაც აუცილებლად სჭირდებათ. თუ მაინცდამაინც არავინ ჰყავთ, ვინც მანქანით მოემსახურება, მაშინ მე შემიძლია, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ჩემი მანქანით მოვემსახურო.’’ – ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით ცერცვაძე.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით გორის მუნიციპალიტეტის მერიასაც, სადაც აცხადებენ, რომ მათ 10 თვის ბავშვისთვის განკუთვნილი დახმარება არ აქვთ და გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით ოჯახი მათ უნდა დაუკავშირდეს და ამ პრობლემას მოუხსნიან.
მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი საშვის გაცემა ავტომობილზე ანდა მერიის კუთვნილი ავტომანქანით მომსახურება.

სოფელი ბერშუეთი ე.წ. საზღვართან მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილებით გადაადგილება – 27 აპრილამდე აიკრძალა. ხოლო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ქართლი.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved