• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლების მტკიცება, რომ სტიქია მიზეზების ერთობლიობამ გამოიწვია, მცდარია – მთის ამბები

ალია ავტორი - ალია
17:12 08-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,900

“მთის ამბების” ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირების და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მტკიცება, რომ შოვში სტიქია სხვადასხვა მიზეზის ერთობლიობამ გამოიწვია, არის მცდარი.

როგორც “მთის ამბები” წერს, მათმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დაათვალიერა მდინარე ბუბას და ჭანჭახის ხეობები. მდინარე ჭანჭახი, რომელიც სათავეს მყინვარ ჭანჭახიდან იღებს და მისი შენაკადები, შოვამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში საერთოდ არ ადიდებულა.

მათივე ცნობით, შოვის ხევში მომხდარი ტრაგედია ბუბას ხეობაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა, წყლის დაგუბებამ და ღვარცოფმა გამოიწვია.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მტკიცება, რომ შოვში სტიქია  სხვადასხვა მიზეზის ერთობლიობამ გამოიწვია, მათ შორის, არამხოლოდ ბუბას ადიდებამ, არის მცდარი.

“მთის ამბების” ჯგუფმა რამდენიმე წუთის წინ დაათვალიერა მდინარე ბუბას და ჭანჭახის ხეობები. მდინარე ჭანჭახი, რომელიც სათავეს მყინვარ ჭანჭახიდან (მამისონის მიდამოები) იღებს და მისი შენაკადები, შოვამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში საერთოდ არ ადიდებულა.

ტრაგედია, რომელიც შოვში მოხდა, ბუბას ხეობაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა, წყლის დაგუბებამ და წარმოქმნილმა ღვარცოფმა გამოიწვია.

დღეს, კიდევ არაერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დაგვიდასტურა, რომ მდინარე ბუბასა და მყინვარზე, რომელიც აქტიური ლღობის პროცესშია, სპეციალისტები დაკვირვებას არ აწარმოებდნენ, არც წინასწარი შეტყობინების სისტემები ჰქონდათ დამონტაჟებული, რაც აუცილებელი იყო ამ პროცესების და იმის გათვალისწინებით, რომ ჭანჭახისა და ბუბას შესართავთან კურორტი შოვი იყო, ზაფხულობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხალხმრავალი ადგილი.

“მთის ამბები” უფრო მეტ და დეტალურ მასალასაც შემოგთავაზებთ”, – წერს მთის ამბები.

რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები უკვე მესამე დღეა სტიქის ზონაში დაკარგულ 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved