• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტრაგედია შოვში და ლეშიჭამია სვავები პოლიტიკაში“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
16:42 08-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
613

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

„ტრაგედია შოვში და ლეშიჭამია სვავები პოლიტიკაში
შოვის ტრაგედია
3 აგვისტოს დატრიალდა ტრაგედია შოვში და ლეშიჭამია სვავებმა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით უკვე 4 აგვისტოდან დაიწყეს სრულიად უზნეო და სამარცხვინო მოწოდებები: „გავიდეთ რუსთაველზე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ტალახში ჩატოვებულ საქართველოს! კანონით და სამართლით დავიცვათ ჩვენი ღირსება და მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი კორუფციონერებს! ხალხი იღუპება ხალხნო!!!“
მოკლედ, ამ მოწოდების ავტორ იშვიათი ჯიშის დედაკაცს თუ დავუჯერებთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს დაზარალებულთა გადასარჩენად და ჩვენი პროტესტით ვაიძულოთ ამის გაკეთებაო.
შოვის ტრაგედიაზე ბევრი შეფასება გაკეთდა და ალბათ ბევრი კიდევ გაკეთდება, რომელთაგან ზოგის პოზიცია ალბათ საყურადღებო და გასაანალიზებელი იქნება, თუმცა, ჩვენ ზემოთ მოტანილი ყველაზე ოდიოზური მხოლოდ იმის საჩვენებლად ამოვარჩიეთ, თუ რა დონემდე შეიძლება მივიდეს იშვიათი ჯიშის ზოგიერთი ლეშიჭამიის ზნედაცემულობა და დეგრადირება.
ნამდვილი გულშემატკივარი და თანამგრძნობი მოქალაქე კი ორ ლოგიკურ შეკითხვას დასვამს:
1. შესაძლებელია თუ არა მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება და
2. ზვავსაშიშ ადგილებში უნდა ხდებოდეს თუ არა ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამშენებლო (თუნდაც საკურორტო) სამუშაოების წარმოება, რომელიც მრავალი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს.
ვფიქრობთ, დემაგოგია ან უვიცობაა იმის მტკიცება, რომ თუნდაც ასე განვითარებულ კაცობრიობას დღეს შეუძლია მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება. ასე რომ იყოს, არც ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიის მქონე სახელმწიფოებში მოხდება მსგავსი ტრაგედიები და უბედურებები. ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, მთლად გონივრულად არ მიგვაჩნია ზოგიერთი მოქალაქის თუნდაც გულწრფელი ემოციით გამოწვეული პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, რომ მათ დროული დახმარება არ აღმოუჩინს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, რადგან, როგორც ჩანს, სტიქიის პირველი შეტევის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი უკლებლივ ყველა მოქალაქე მაშველებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს, ხოლო ღვარცოფის მოვარდნის პირველივე წუთებში დაღუპულებს ვერავითარი ვერტმფრენი თუ სხვა ტექნიკური საშუალება ვეღარ გადაარჩენდა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ვფიქრობთ, ზვავსაშიშ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული (თუნდაც საკურორტო) სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელიც მრავალი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამაც და ბიზნესმაც მუდამ უნდა გაითვალისწინონ, რომ არანაირი ფული და მოგება არ შეიძლება დადგეს ადამინების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საპირწონედ.“
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved