• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება – SJC

ალია ავტორი - ალია
14:13 08-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს, 138 ადამიანს, მიენიჭა. არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება, 55 კი განუხილველი დარჩა. 1 განცხადებაზე წარმოება შეჩერებულია.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს, განცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი კი ნეგატიურად აისახება მათ ზოგად ინტერესსა და მოტივაციაზე,

“საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად, 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს მიენიჭა (138 ადამიანი). არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება,  55 კი  განუხილველი დარჩა, ხოლო 1-ზე წარმოება შეჩერებულია.

ყველაზე მეტი განაცხადი (120) სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წელს მიიღო, თუმცა აქედან მხოლოდ 65 დაკმაყოფილდა.

მოქალაქეობაზე განაცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ზოგად ინტერესზე და მოტივაციაზე, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს”, – ვკითხულობთ SJC-ს განცხადებაში.

როგორც ორგანიზაცია წერს,  უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესები, უფლებები და აღმოფხვრას ის ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური ბარიერები, რაც მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშლის ხელს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved