• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, ხუთშაბათი, 30 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,აშშ-ის საელჩოში არის ერთი ჯადოსნური ჯოხი…” – ვატო შაქარიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:44 08-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,808

,,საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი:

,,აშშ-ის საელჩოში არის ერთი ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ამერიკული კანონი თარგმანში გახდა – რუსული, ხოლო პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი და თურქული კომპანიის მიერ ოპერირებული საკრუიზო გემი – რუსულ ლაინერად გადაიქცა!
ნაც-ლიბერალებისგან და მათი მედიებისგან ორმაგი სტანდარტები, ტყუილი, მავნებლობა, ფარისევლობა აღარ გვიკვირს, მაგრამ კრუიზის გარშემო ატეხილი ისტერია, მათივე რეკორდებსაც კი ხსნის! ნაც-ლებერალებისთვის არ არსებობს მორალურ-ინტელექტუალური ფსკერი, რომელსაც ვერ გადალახავენ!
მხოლოდ კოლექტიური ნაც-მოძრაობის მხარდამჭერი შეიძლება იყოს საკუთარი სიბეცით და მავნებლობით ასე აჟიტირებული, სიგიჟემდე გახარებული და ამაყი!
ნაც-მედიები და უტიფარი პოლიტიკოსები დღეების განმავლობაში ცდილობდნენ ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ გემით შემოსული ტურისტი არის განსაკუთრებულად “სახიფათო,” უფრო მეტად რუსი და უფრო მეტად პუტინისტი, ვიდრე სახმელეთო ან საჰაერო გზებით შემოსული. სწორედ ზღვით შემოსვლაში ყოფილა მთელი საიდუმლო, რომელიც ასე ეხება მათ უფაქიზეს პატრიოტულ გრძნობებს.
მადლობა ღმერთს, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანის გაბითურება შეძლეს, მაგრამ ამ უკიდურესად მდაბიო, წარმოუდგენელ სიყალბეზე აგებული პროვოკაციით ის მაინც მოახერხეს, რომ კომპანიამ საკრუიზო მარშრუტიდან ბათუმის გაჩერება ამოიღო…
კრუიზის შემადგენლობა, რომელიც სამი ქვეყნის, ათამდე პორტში ჩერდება, ცხადია ინტერნაციონალურია. აღნიშნულ გემზე იმყოფებოდენ – თურქეთის, რუსეთის, ისრაელის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. სინამდვილეში, კრუიზით შემოსული ტურისტი მართლაც განსხვავებულია, პოზიტიური გაგებით! ის 10-12 საათს ატარებს კონკრეტულ ქალაქში, მაგრამ მხარჯველუნარიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტს ხარჯავს ამ მოკლე დროში, ვიდრე სხვა გზით შემოსული ტურისტი ხარჯავს უფრო ხანგრძლივ პერიოდში. გარდა ამისა, გაჟღერდა, რომ გემის ოპერატორი კომპანია საკმაოდ დიდ თანხებს იხდის საპორტო მომსახურებისთვის, რაც დამატებითი შემოსავალია ბიუჯეტში. ამასთან, საკრუიზო მარშრუტში მოხვედრა პორტისთვის და მთლიანად ქალაქისთვის პრესტიჟის საკითხია და საშუალებას იძლევა უფრო მეტი კომპანია და ქვეყანა დავაინტერესოთ ამ მიმართულებით.
ასე რომ, ამ ყველაფერზე თავდასხმა არის ქვეყნის ღალატი და მტრული საქმიანობა! ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ამას თუნდაც ტაშს უკრავს სოც-მედიაში, რომ ამით ისინი უდიდესი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან! უგუნურება, უცოდინრობა, პროპაგანდის გავლენა, არ ამსუბუქებს პასუხისმგებლობას, როდესაც ასეთი უკიდურესად მდაბიო, ფარისევლური ქმედებით შენ ერთნაირად ხელყოფ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს!
ნაცების, ზოგადად დესტრუქციული ოპოზიციის და მათი პატრონების სურვილი ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, საქართველოს წარმატების პირდაპირპროპორციულად იზრდება! ეს უკანასკნელი პროვოკაციაც იყო პასუხი, საქართველო-ჩინეთს შორის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმების გაფორმებაზე!
მტრები ყეფას გააძლიერებენ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მყარად გააგრძელებს მშვიდობის, განვითარების და გაერთიანების გზაზე სვლას!!!”

თეგები: ვატო შაქარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved