ისტორიკოსი, არქეოლოგი, იოლონ გაგოშიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც გუშინ ბათუმში, რუსული გემის საწინააღმდეგო აქციას ქაჯობა უწოდა, პასუხობს და ამბობს:
“ეს კრუიზი იყო კიდევ ერთი ლუსტრაცია ჩვენი ხელისუფლების, რომელიც საქართველოს ენერგიულად მიათრევს რუსეთში. შვილებს კი აგზავნიან ევროპაში და ამერიკაში, უფრო სწორად, იქაც აჩენენ. ქაჯები თვითონ არიან, გარდა მაგისა, უტვინო ქაჯები, ნამუსზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. შემდეგი გემი საერთოდ არ უნდა ჩამოვუშვათ, ან გავაყოლოთ შემდეგ გემს ჩვენი ხელისუფლება”.
“დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ ქაჯობა”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმსა და თბილისში პროტესტს, რომელიც რუსული საკრუიზო ლაინერის მიერ ბათუმის პორტში სოჭიდან 800-ზე მეტი რუსის შემოყვანას მოჰყვა.
კომენტარები