• რეკლამა
  • კონტაქტი
07:35, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დაბრკოლებას უქმნის “ოცნება” ქართველ ემიგრანტებს და რისი გამბედაობა უნდა ეყოს პრეზიდენტს? – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
20:43 07-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,398

 “ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა:

“ქართული ოცნება” ყოველდღიურად ხელს უშლის ქართველი ხალხის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” ყოველდღიურად ხელს უშლის და ეწინააღმდეგება ემიგრაციის შინ დაბრუნებას, რაც არის რუსეთის ინტერესების მსახურება ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ყველაფერი გამოხატულია იმაში, რომ მოქალაქეები, რომლებიც 90-იანი წლებიდან დღემდე გადახვეწილები იყვნენ ემიგრაციაში, საკუთარი შრომით ემიგრაციიდან ინახავდნენ საქართველოს ეკონომიკას და ოჯახებს, ისინი დღეს ბრუნდებიან რიგი მიზეზების გამო საქართველოში. ეს არის, მათ შორის, რუსეთ უკრაინის ომი, მათ შორის უკრაინიდან, მათ შორის რუსეთიდან და დღეს “ქართული ოცნება” უარით ისტუმრებს ჩვენს თანამემამულეებს, ეროვნებით ქართველ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოს ტერიტორიაზე და მათ ან უბრუნებს მოქალაქეობას ან უარს ეუბნება საერთოდ მოქალაქეების მიღებაზე, ეს არის დანაშაული ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს პროცესი ნათლად მიუთითებს, რომლის მთავარი აქტორიც არის “ქართულ ოცნებას” დაქვემდებარებული სუსი, რომელიც მოქალაქეობის კომისიაში ბლოკავს და უარს ეუბნება ჩვენს თანამემამულეებს, ცალსახად მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” არ არის დაინტერესებული საქართველოში ემიგრაციის დაბრუნების, ადამიანებისა, რომლებიც არიან ეთნიკურად ქართველები ან დაბადებულნი საქართველოს ტერიტორიაზე.

 საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდებთ, რომ გამოიყენოს საკუთარი დისკრედიციული უფლება და მყისიერად გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველა მსგავს ადამიანს მისცეს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით, რომლებიც ბრუნდებიან შინ, საკუთარ სამშობლოში. სალომე ზურაბიშვილს ამის შესაძლებლობა აქვს, ჩვენ გვაქვს ცალსახა ინფორმაცია, რომ სუსი საკუთარი ე.წ. რეკომენდაციებით ხელს უშლის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოქალაქეობის მინიჭებაში, მაგრამ პრეზიდენტს უნდა ეყოს გამბედაობა. 

მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში დაბრუნდნენ ქართველები, მაგრამ ეს წინააღმდეგობა “ქართული ოცნების” ინტერესებს, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო გაივსოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, რომელთა ექსპანსია ეკონომიკური თუ სხვა მხრივ, არის თვალსაჩინო, მათ შორის, დედაქალაქში და სხვადასხვა ქალაქებში. “ლელო” იდგება თითოეული იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ეცდება დაბრუნებას საკუთარ სამშობლოში მხარდამხარ მათ შორის ჩვენ გვექნება რამდენიმე სასამართლო პროცესი იმ პირებთან ერთად, ვისაც უკვე უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved