• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ რამდენიმე უახლესი მოდელის შეძენა ივლისის ბოლომდე ექსკლუზიურ ფასად არის შესაძლებელი

ალია ავტორი - ალია
13:45 07-25-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას რამდენიმე უახლესი მოდელის შეძენას მომხმარებელი
მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე ექსკლუზიურ ფასად, ამასთან ერთად, მარტივი და სწრაფი
გზით შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ტოიოტასა და „თიბისი ლიზინგის“ პარტნიორობით შექმნილი
კომფორტული სალიზინგო პროდუქტებით – TOYOTA EASY და TOYOTA EASY FLEX – ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ორივე სალიზინგო პროდუქტი მარტივად ერგება ნებისმიერი მსურველის
მოთხოვნებს და მომხმარებელს შესაძლებლობას უქმნის, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“
ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ახალი თაობის მოდელები: TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY,
TOYOTA C-HR და TOYOTA YARIS CROSS.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული
საოპერაციო სალიზინგო პროდუქტი, სპეციალურად არის შექმნილი მომხმარებლის კომფორტისთვის და თავისი მოქნილი, ხელსაყრელი პირობებით, საგრძნობლად ამარტივებს
ავტომობილის შეძენის პროცესს.

„თუ მომხმარებელს სურს, ივლისის ბოლომდე ახალი თაობის TOYOTA COROLLA, TOYOTA
CAMRY, TOYOTA C-HR-ი ან TOYOTA YARIS CROSS-ი ექსკლუზიურ ფასად, სწრაფად და
ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მას ძალიან მარტივ და
ხელსაყრელ გზას სთავაზობს. ვგულისხმობთ სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტებს,
რომელთა მეშვეობით მომხმარებელი სასურველ ავტომობილზე ერთდროულად მიიღებს
ექსკლუზიურ ფასს და გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს. TOYOTA EASY Flex -ით, ამ
მოქნილი ფინანსური სალიზინგო პროდუქტით სარგებლობის პერიოდი, მომხმარებლის
სურვილის მიხედვით, 12-დან 60 თვემდეა, ხოლო ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი
0%-ია, მომხმარებელი კი, ყოველთვიურად, ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს იხდის და
ამასთან ერთად, საგარანტიო პირობებით დაცულ ავტომობილს მართავს“, – აცხადებენ „ტოიოტა
ცენტრ თბილისში“.


კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც მეტი სარგებლის მიღება სურს, შეუძლია
არჩევანი მეორე ტიპის საოპერაციო სალიზინგო პროდუქტზე – TOYOTA EASY-ზე შეაჩეროს.
„TOYOTA EASY-ით სარგებლობის პერიოდი, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთით, 12-დან 72
თვემდეა. ეს პროდუქტი დამატებით, თრეიდ-ინ ფუნქციასაც და სხვადასხვა სერვისზე
ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელს, სურვილის
მიხედვით, შეუძლია განაახლოს ვადაგასული კონტრაქტი და განაგრძოს სალიზინგო პროდუქტის
მოქნილი პირობებით სარგებლობა, ან გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ
წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება, ან ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“
დააბრუნოს. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ამ სალიზინგო პროდუქტებით ვთავაზობთ, არის
სწრაფი, მოქნილი და კომფორტული“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, სალიზინგო პირობების გაცნობა შესაძლებელია
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://toyota-tbilisi.com/blog/222/toyota-easy/ ; გარდა
ამისა, მომხმარებელს, რომელსაც ტოიოტას ავტომობილის შეძენა ექსკლუზიურ ფასად სურს,

მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლია
დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტს ნომრებზე: 032 2511; 032
2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00
საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი
#116.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved