• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
15:56 07-20-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

20 ივლისს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით, პროექტის „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  – სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში კომუნიკაციის ჯგუფის წევრების მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომუნიკაციის კონსულტანტმა ფატი მამიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ კომუნიკაციის სტრატეგია გააცნო და ხაზი გაუსვა სსო-ების ინსტიტუციური განვითარების პროცესში მსგავსი დოკუმენტის  მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მოწვეულმა არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომშრომლობისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მედიის წარმომადგენლების თქმით, რეგიონში კოალიციური და მედიასთან კოლაბორაციაში პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორივე სექტორს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლის“, „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები და რეგიონში მოქმედი მედია ორგანიზაციები.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება  – სამოქალაქო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ინსტიტუციური გაძლიერება სამომავლო ხედვისა და მიზნების სრულყოფის,  ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან/პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
პუბლიკაცია შექმნილია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved