• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რკინიგზის ტვინდახშული და გაზულუქებული მესვეურებიდან ბევრ მათგანს იმხელა ხელფასი აქვს, მალე დინგი და დრუნჩი გამოებმებათ” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
03:44 07-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,480

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

 

ძალიან ბევრი ევროპელი მემარცხენე იბრძვის იმისთვის, რომ თავიანთი ქვეყნები სარკინიგზო სახელმწიფოებად აქციონ.

რკინიგზა სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა, ნაკლებად ვნებს კლიმატს, მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა სიცოცხლისთვის.

ევროპელები შრომობენ არა მხოლოდ იმისთვის, რომ რკინიგზის ტვირთბრუნვა და საქონლის გადაზიდვა გაიზარდოს, არამედ იმისთვისაც, რომ მოქალაქეებმა უარი თქვან ავტომობილებითა თუ თვითფრინავებით გადაადგილებაზე და მატარებლებზე გადმოსხდნენ.

საქართველოში კი რკინიგზა (თუ თბილისი-ბათუმის რეისს არ ჩავთვლით) ყველაზე ღარიბი და გაჭირვებული ადამიანების, ყველაზე მიუვალ სოფლებში მცხოვრები ხალხის ტრანსპორტია.

თავად მიმგზავრია ჭიათურა-ქუთაისის, თბილისი-ქუთაისის “ელექტრიჩკით”. მიუხედავად ადამის და ევას დროინდელი ინფრასტრუქტურისა, მგზავრობისთვის გამოყოფილი უსაშველოდ ხანგრძლივი დროისა, ჩემთვის მაინც ადვილი შესამჩნევი გახლდათ, თუ რამხელა შვება მოჰქონდათ ამ მატარებლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეზობელ სოფელში გადასვლისთვის, რაიონულ ცენტრში გამოცხადებისთვის, ბაზარზე შინ მომზადებული პროდუქციის გატანისთვის იაფი მატარებელი ნამდვილი მისწრებაა… თან თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა ამ მატარებლის მგზავრების მოსმენა. ვერც სიღარიბე, ვერც სიცივე, ვერც უიმედობა ვერასდროს მოერევა მის უდიდებულესობას – იმერულ, იუმორნარევ ენამახვილობასა და თვითირონიას…

საქართველოს რკინიგზის ტვინდახშული და გაზლუქებული მესვეურები (ბევრ მათგანს იმხელა ხელფასი აქვს, მალე დინგი და დრუნჩი გამოებმებათ) სამგზავრო რეისების შენარჩუნებისა და მოდერნიზების ნაცვლად, ნელ-ნელა სპობენ პატარა რეგიონალური მატარებლების მიმოსვლასაც კი. მაგალითად, პანდემიის შემდეგ გააუქმეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისი. ჩხერიმელას ხეობიდან ადამიანი დილის ცხრა საათზე თუ წავა ზესტაფონში სამი თავი ყველის გასაყიდად, საღამოს ცხრა საათზე ძლივს შეიძლება დაბრუნდეს სახლში…

ერთუჯრედიანი ლიბერალები გვეტყვიან – რკინიგზა მოგებას ვერ იღებს სამგზავრო გადაზიდვებიდან!

შავი ქვა!

საქართველოს რკინიგზა იმდენად მდიდარი დაწესებულება უნდა იყოს, რომ ჩხერიმელას ხეობაში შუადღის რეისის შენახვა არ უნდა უჭირდეს! წერტილი!

ჩვენც ხომ გვაქვს ოცნების უფლება?!

მე ვოცნებობ საქართველოზე, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი გამოიყენებს ავტომობილს, სამარშრუტო მიკროავტობუსსა და ავტობუსს მოგზაურობისთვის, ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის. მე ვოცნებობ საქართველოზე, სადაც ჩხერიმელას ხეობაშიც, ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზეც, კახეთშიც და ოზურგეთშიც მოდერნიზებული, ოდნავ უფრო სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი სამგზავრო მატარებლები იგრიალებენ. თან ამ მატარებლებს აქვე ავაწყობთ, ჩვენს ქარხნებში!

სანამ ოცნებაში დავიხოცებით,
ხელი მოაწერეთ პეტიციას ჩხერიმელას ხეობაში შუადღის რეისების აღდგენის მოთხოვნით: https://shorturl.at/fhHK2

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved