• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბაიდენი მერკელის როლში.. ისევ მიუტევებელი შეცდომა? – ვილოცოთ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
04:06 07-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,461

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: 

“ბუქარესტი და ვილნიუსი; “მაპ-ზე უფრო უკეთესი”, ბაიდენი მერკელის როლში. ისევ მიუტევებელი შეცდომა?…
—————————————

კასეტური ბომბების მიწოდების ლიბერალიზაციის შემდეგ თითქოს ლოგიკური ჩანდა, რომ ვილნიუსში აშშ მაქსიმალურად შეეცდებოდა უკრაინისათვის ნატო-ს კარის გახსნას, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველას გასაკვირად უაღრესად ხისტი პოზიცია დაიჭირა და მაქსიმალურად ბუნდოვანი გახადა ეს პერსპექტივა. ბაიდენის ამ უხერხემლო და პოტენციურად სახიფათო ნაბიჯმა არა მარტო ევროპელი პარტნიორები გააცოფა, არამედ ამერიკელ პოლიტიკურ მრჩეველთა გუნდიც, მათ შორის ცნობილი დემოკრატები.
“ალბათობა იმისა, რომ მომავლის უკრაინა ომში ჩაგვითრევს, ბევრად უფრო რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა არ იქნება რომელიმე დასავლური ალიანსის წევრი” – განაცხადა ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ტომ მალინოვსკიმ, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენდა. “მე არ ვფიქრობ ჩვენს ინტერესებშია ის ფაქტი, რომ კბილებამდე შეიარაღებული, უაღრესად ნაციონალისტური უკრაინა არ იყოს რომელიმე დასავლური სამხედრო ალიანსის წევრი და სრულიად თავისუფალი იყოს თავის სამხედრო გადაწყვეტილებებში”.
“ბაიდენის ადმინისტრაციამ შესამჩნევი იზოლაცია მოახდინა ალიანსის სხვა წევრებისაგან, როდესაც ხისტი და წინააღმდეგობრივი პოზიცია დაიკავა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ” – განაცხადა იან ბრჟეზინსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ბუშის (შვილი) ადმინისტრაციაში ნატო-ს პოლიტიკის მთავარ მრჩეველად მსახურობდა. ერთადერთი არგუმენტი, რაც ბაიდენმა ვილნიუსში თავისი პოზიციის გასამართლებლად გამოიყენა, არის მე-3 მსოფლიო ომამდე ესკალაციის საშიშროება. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის დანარჩენმა წევრებმა ეს არგუმენტი არასაკმარისად დამაჯერებლად მიიჩნიეს, ბაიდენმა თავისი გაიტანა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანი გახადა. ე.წ. “ისრაელის მოდელი”, რომელიც ამერიკის პირდაპირ დახმარებას ითვალისწინებს, სამხედრო ძალით უშუალო დახმარების გარეშე, როგორც ზელენსკიმ, ასევე ალიანსის წევრთა უმრავლესობამ არასაკმარისად მიიჩნია. მალინოვსკი და ბრჟეზინსკი წარმოადგენდნენ ამერიკელ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა იმ 40-კაციან ჯგუფს, რომლებმაც ნატო-ს წევრებს ღია წერილით მიმართეს, მიეცათ უკრაინისათვის უახლოეს ვადებში ნატო-ში გაწევრიანების ნათელი და ჩამოყალიბებული გეგმა. ბაიდენი თავისი პოზიციით ღიად დაუპირისპირდა ამერიკელ პოლიტიკოსთა ამ ზეპარტიულ გუნდს და თავისი უაზრო პოზიციით ვილნიუსის შეკრება პოლიტიკური მავნებლობით ბუქარესტისას გაუტოლა. ექსპერტები თავიანთ წერილში აღნიშნავდნენ, რომ ნატო-ს შეეძლო აემუშავებინა ე.წ. მე-5 პუნქტი, რაც ნიშნავდა უკრაინის ალიანსში მიღებას დღევანდელი დე-ფაქტო საზღვრებით. ეს გადაწყვეტილება დაიცავდა ნატო-ს კონფლიქტში ჩართვისაგან იმ შემთხვევაში, თუ და როცა უკრაინა ყირიმისა და დონბასის ბოლომდე გათავისუფლებას შეეცდებოდა. მაგრამ ბაიდენმა არ ისურვა არავითარი კომპრომისი ამ თემასთან დაკავშირებით; თანაც, აღნიშნული იქნა, რომ უკრაინას კიდევ სჭირდება ბევრი მუშაობა, რათა დემოკრატიის ხარისხით ნატო-ს სტანდარტებს გაუტოლდეს. ეს უკვე ცინიზმის კატეგორიაში გადადის, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი უპრობლემოდ სარგებლობს ალიანსის წამყვანი წევრის პრივილეგიებით.
ასე და ამგვარად უკრაინამ ვილნიუსში ზუსტად ის მიიღო, რაც საქართველომ ბუქარესტში 2008 წელს, ანუ “მაპ-ზე უფრო უკეთესი”.
ამერიკელი ექსპერტების მრისხანება სრულიად გასაგებია. ბაიდენის ადმინისტრაციამ “მაშველი რგოლი” გადაუგდო რუსეთის უკვე დამიწებულ რეპუტაციას და მძლავრი მოტივაცია მისცა ომის გასაგრძელებლად. ასევე მოტივაცია მიეცა ჩინეთსა და ირანს, რომ დახმარება გაუწიონ რუსეთს. ამასთან, ძალიან შესუსტდა პრო-ამერიკელთა პოზიციები მთელ მსოფლიოში; მათ შორის საქართველოშიც. -აბა ომი გინდათ?- პოლიტიკის შემქმნელებს მძლავრი, დასაბუთებული არგუმენტაცია გაუჩნდათ. მხოლოდ ლოგიკური სპეკულაცია შეიძლება ბაიდენის სიჯიუტის შესახებ. როგორც ჩანს პუტინმა თავისი ბირთვული შანტაჟი ძალიან რეალისტური და დაუნდობელი სცენარით მიაწოდა ამერიკელებს. რამდენად გონივრულია შანტაჟის აყოლა და დათმობა, ეს უკვე სხვა “ოპერის” თემაა. სამწუხაროდ, ისევ უკრაინას მოუწევს საკუთარი სისხლით როგორც ყველა დასავლური შეცდომის გამოსწორება, ასევე რუსული “ბუასილისაგან” მსოფლიოს ხსნაც.
ვილოცოთ …”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved