• რეკლამა
  • კონტაქტი
10:50, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წალენჯიხის საკრებულოს „ქოცები“ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე არიან” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
17:00 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
725

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

“წალენჯიხის საკრებულოს „ქოცები“ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე არიან, თან სარკოდ.
ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ 2023 წლის 29 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე, მერიის მიერ ინიცირებული 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტის, საჯარო განხილვა მოეწყოს.
„ბატონო გიორგი! ვეხმაურებით თქვენს ინიციატივას! წალენჯიხის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე! ღია, გამჭვირვალე, საზოგადოებრივი განხილვის დროა! წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მუნიციპალიტეტის მერს, სთავაზობს, საზოგადოების ჩართულობით, ღიად და გამჭვირვალედ, გავაცნოთ წალენჯიხის მოსახლეობას, თუ რასთან გვქონდა საქმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 ივნისის სხდომაზე. თუ რატომ არ დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველო“-მ ბიუჯეტში ცვლილებას მხარი. თუ ნამდვილად ,გულწრფელად გნებავთ საზოგადოებას განვუმარტოთ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად, რატომაა მიუღებელი ტერმინი „ჩემი ფული“, ცრუ „ შიდა ეკონომია“ და ა. შ. აბსურდული გამონათქვამები, ნაცვლად იმისა, რომ საკრებულოს ესაუბროთ, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების საშუალებით, გთავაზობთ, თქვენთვის სასურველ დროს ,უახლოეს პერიოდში, ამ საკითხის, ღიად და საჯაროდ განხილვას,“ – ვკითხულობთ წერილში.
გასაგებია, რომ ფრაქციას ამა, თუ იმ საკითხის ღია განხილვის მოთხოვნის უფლება აქვს და ღია განხილვაში ცუდიც არაფერია, რადგან ეს დემოკრატიის დასტურია, თუმცა უცნაური ისაა, რომ 11 წლის განმავლობაში, „ოცნების“ ფრაქციას მსგავსი მოთხოვნა არათუ არ ჰქონია, არამედ, აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანი რომელიმე საკითხი, ან თემა ღიად განეხილა. ეს კი არადა, ისეთი პრეცედენტებიც არსებობს, როცა „ოცნება“ საკრებულოს სხდომებს ჩუმად, ფარულად ატარებდა და გადაწყვეტილებებს ასე “ქურდულად” იღებდა.
ჰოდა, ასეთ ფარულ სხდომებზე „ოცნება“ იღებდა გადაწყვეტილებას და საკუთარ თავს, მაგალითად – ტონობით ბენზინს უწერდა. ყველაფერი ამის შესახებ, ოპოზიციამ იცოდა, მაგრამ მაშინდელი ოპოზიცია უნდილი იყო, არაფრის თავი არ ჰქონდათ და შესაბამისად, „ოცნებაც” გულაობდა”.
ახლა კი, სრულიად სხვა დროა – წალენჯიხის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძლიერი ოპოზიციური გუნდია. ამიტომაც, „ოცნება“ თავის დაკრულზე ვეღარ ცეკვავს და ამის გამო ისტერიკა აქვს, ანუ ალბათ ფქირობს, რომ ბიუჯეტის ცვლილების საჯარო განხილვის დროს ხალხის სიმპათია მისკენ გადაიხრება და ბიუჯეტის ცვლილების დამტკიცება არ მოუწევს.
რატომ არ უნდა „ოცნებას“ ბიუჯეტის ცვლილების დამტკიცება?! – იმიტომ, რომ თანხა, რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს, ურჩევნია, “თვითინ ჩაიჯიბოს”, მაგრამ „ოცნების“ მატარებელმა ჩაიარა, ყოველ შემთხვევაში, წალენჯიხაში ასეა და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მხოლოდ ის საქმეები კეთდება, რაც მოსახლების კეთილდღეობისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
წალენჯიხის საკრებულოს წევრებს მოუწევთ სტიქიის ფონზე არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გასცენ კითხვას, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილების პროექტს, რომელიც დანგრეული ხიდის თუ ნაკიფუს სტადიონის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებდა.
გაუგებარია, წალენჯიხის საკრებულომ, რატომ გააკეთა არჩევანი, შიდა ეკონომიის ხარჯზე დაზოგილი 150 ათასი ლარი, მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ააიპების თანამშრომლების ხელფასების გაზრდისთვის დახარჯულიყო.
წალენჯიხის საკრებულოს “ქოცთა” ნაკადი მხოლოდ ტყუილებშია დახელოვნებული. ამ ფონზე უკვე გაოცებას არც იწვევს, ადგილობრივი „ქოცები“ ნერვიულობისგან ლამის პატარა ტბორებს რომ აყენებენ, მაგრამ ჩავლილ მატარებელს არარაფერი ეშველება.
„ოცნება“ კი ფსიქიკური შეშლილობის ზღვარს მალე გადალახავს და პოლიტიკურად სრულიად შეიშლება!
ასეა ეს! საკრებულო ვარ თქვან წაულა, თან ყველა. საკრებულოს არც ერთი წევრი არ შეხვედრია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. მოკალათებულნი იყვნენ სახლებში და სეირს უცქერდნენ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved