• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, მოეშვით ღრიალს” – თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
14:36 07-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,928

დეკანოზი, თამაზ ლომიძე:

“შავმაისურიანი რჯულის დამცველების გასაგონად:

აი, ხვალ რომ დაინახავთ თუნდაც ცოდვილს, ურწმუნოს, ღვთისმგმობს და გაავებულნი აქეთ-იქით დაიწყებთ ყურებას აგურის მოსაძებნად, შესდექით და გაიხსენეთ რა უთხრა უფალმა გაავებულ პეტრეს, როცა მის დასაცავად მახვილამოღებული დაინახა. ეუბნება: მოაშორე ეგ მახვილი აქედან… ნუთუ გგონია, რომ შენი დახმარება ან დაცვა მჭირდება?! ნუთუ გგონია, რომ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციურ მამას და ამწამსვე მომივლენს ანგელოზთა 12 მებრძოლ ლეგიონს დასახმარებლად?! ნუთუ გგონია, რომ ამ ჩემი მტრებისგან რამე დარჩება, მათი განადგურება რომ მსურდეს?! რომ მოვსპო ესენი, როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს? (მთ. 26, 52-54)
ე.ი. უფალი არ სპობს მათ, რადგან ასე უნდა მოხდეს. ისმის კითხვა: რა უნდა მოხდეს ასე? ისევ უფალი გვპასუხობს იოანეს გამოცხადებიდან: მოცემულია დრო წყალობისა და ვაცალოთ, “უსამართლო კვლავ უსამართლობდეს ჯერ, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს ჯერ, მართალი კვლავ მართლობდეს ჯერ და წმიდა კვლავაც წმიდობდეს ჯერ. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.” (გამოცხ. 22,11-12) ანუ მოეშვით ჩემს დაცვას, მიხედეთ თქვენს ცოდვებს და თქვენს სიწმინდეს, მოვალ მალე და მე მივაგებ მაშინ თითოეულს მისი საქმისამებრო, ამბობს უფალი.

გაიხადეთ ეგ შავი მაისურები, დაყარეთ აგურები, დაუშვით მუშტები, მოეშვით ღრიალს და ადამიანების დევნას ქრისტეს სახელით (მას ეს არ გაუკეთებია), დაკავდით წიგნებით, სპორტით, სიკეთით და სიყვარულით. თუ არა და როგორც თქვენ სდევნით სხვა ადამიანს, ისევე იქნებით დევნილნი ღმერთისგან, რადგან თავად ცოდვილებმა გაბედეთ მის მსჯავრში ჩარევა.”

თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved