• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო წილოსანმა არასამთავრობოების მოწოდება უნდა გაითვალისწინოს და პოსტი დატოვოს – სამნიძე

ალია ავტორი - ალია
15:00 06-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომელიც მოითხოვს ნინო წილოსანმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

“შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის გენდერთან დაკავშირებული პუნქტი, მაგრამ ეს არ არის ნინო წილოსანის დამსახურება, ამ საკითხზე მუშაობდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ის ორგანიზაციები ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ გენდერულ საბჭოს, რომლებმაც დღეს მოითხოვეს ნინო წილოსანის გადადგომა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ წარმოუდგენელია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დამცველობის პრეტენზიის მქონე დეპუტატმა მოუწოდოს დეპუტატებს ძალადობისკენ და გაამართლოს ძალადობაში მხილებული კაცი. ამ ქვეყანაში თანასწორობაზე, ქალთა უფლებების გაძლიერებაზე მუშაობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ერთი კონკრეტული ადამიანის, მითუმეტეს, ნინო წილოსანის დამსახურება ეს არ არის. ამიტომ გააცნობიეროს, რას უჭერდა მხარს, როცა რუსულ კანონს უჭერდა მხარს, ამით ის არ აღიარებს, რომ სწორედ უცხოური გრანტების მხარდაჭერით გაუმჯობესდა საქართველოში ქალთა მდგომარეობა, ეს უნდა დაინახოს წილოსანმა და მერე ილაპარაკოს საკუთარ როლზე.

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის გადადგება, ან პარლამენტის სპიკერი დაინახავს პრობლემას, მაგრამ პარლამენტში არსებობენ ქალები, ვინც კონკრეტულად ადამიანის უფლებებზე სპეციალიზდებიან და აქვთ გაცილებით მეტი მგრძნობელობა ქალთა უფლებებზე, ვიდრე მოგვისმენია წილოსანისგან. დიახ, უკეთესია საერთაშორისო იმიჯისთვის, თუ ამ საბჭოს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი ქალი,” – განაცხადა სამნიძემ.

ქალთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე 20- ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ ნინო წილოსანმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს, რადგან თანაგუნდელებს ქალ დეპუტატზე ძალადობისკენ მოუწოდა, ხოლო ძალადობაში მხილებულ შალვა რამიშვილს მხარი დაუჭირა. აღნიშნულს გამოეხმაურა ნინო წილოსანიც, რომელიც აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორს არ გაუხარდა, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით რეკომენდაცია ევროკავშირმა სრულად შესრულებულად ჩათვალა და ახლა მის გადადგომას ითხოვენ.

თეგები: ხათუნა სამნიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved