• რეკლამა
  • კონტაქტი
16:29, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა – გამაგებინეთ, რა ჰქვია ამას თუ არა ღალატი?” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
14:04 06-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა:

„ბოლო ერთი წელია ატყუებენ საზოგადოებას არა მარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ მთელ მსოფლიოში აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა და ა.შ. ამაში თქვენმა ბელადმა და მისმა ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, რომ შეელახა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია. თანაც რა დროს, მეგობრებო, როცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების რისკებია, ომი უკრაინაში, რომელზეც არავინ იცის, როგორ დასრულება და რა შედეგს მოიტანს ეს ომი. ეს ომი ჩვენ ყველას გვეხება. ამ ომმა შეიძლება შეცვალოს მთელი მსოფლიო წესრიგი, ევროპის მთლიანი უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, მითუმეტეს, როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. როცა დადიხართ, დარბიხართ მთელ მსოფლიოში, იხდით მილიონებს, უკვეთავთ ტელევიზიებში სატელევიზიო ინტერვიუებს… ყოველ კვირა ფინანსდებოდა კონკრეტულ მედიასაშუალებებში ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლება აწამებს, კლავს, ტანჯავს სააკაშვილს რუსეთის დავალებით და ბოლოს რეზიუმე იყო გაკეთებული, ამათივე დაკვეთით, რომ არ შეიძლება ასეთი ხელისუფლების დროს სტატუსი მიეცეს საქართველოს. გამაგებინეთ, რა ჰქვია ამას თუ არა ღალატი? ეს არის საბოტაჟი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, ჩვენი ხალხის ინტერესების ღალატი. ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი უხერხული კადრის გასაჯაროება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს გარდა იმისა, რომ სიმართლე დაგვეცვა. ჩვენ შევძელით სიმართლის დაცვა- სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი, სამართლიანი, ღირსეული გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მათ ბელადს და მთელი სიცრუეზე აგორებული კამპანია დაასრულა ერთი გადაწყვეტილებით. რატომ არ ამბობენ? გამოვიდნენ და თქვან, ბოდიში მოიხადონ ყოველ დღე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის, რეპუტაციის შელახვისთვის.

„როდესაც ჩვენს საზოგადოებას მიმართავენ და ესაუბრებიან ჩვენს ევროპულ მომავალზე, გავახსენოთ ჩვენს ხალს, ვინ ესაუბრება ევროპულ სტანდარტებზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე. ვინ და მე გეტყვით, სისტემა, რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, ბიზნესს, სახლებს ართმევდა და ოჯახებს ანადგურებდა, ჩვენს ტერიტორიებს კარგავდა და ღალატობდა, ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს დღეს ევროპულ მომავალზე გველაპარაკება, ჩვენი ხალხი ბრძენია და ჩვენი ხალხი კარგად ხედავს სხვაობას. დაასრულეთ საბოტაჟი და დაასრულეთ ქვეყნის ინტერესების ღალატი!“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved