დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“პარლამენტმა ფაქტობრივად გააუქმა აჭარის ტელევიზიის ფორმალური დამოუკიდებლობაც კი. მაუწყებლის დირექტორს უკვე ვერ დანიშნავს აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭო, რადგან იგი უქმდება და უერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. ეს უკანასკნელი დანიშნავს დირექტორს, დაამტკუცებს ბიუჯეტს და განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.
პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ემსახურება სხვადასხვა სფეროებში კლანის ფორმირებას. ეს გადაწყვეტილება მედიაკლანის გაძლიერებას ემსახურება.”
კომენტარები