• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უთქვამს, მე დაგაჭერინებთ და თანამდებობაზე დამნიშნეთო… 21 ოქტომბერს სოფლიდან არ გავსულვარ” – რას ამბობს ესებუა პროცესზე

ალია ავტორი - ალია
16:13 06-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ამბობს, რომ 21 ოქტომბერს სოფლიდან არ გასულა და ბანკის ძარცვის შესახებ, ტელევიზიიდან გაიგო.

“21 ოქტომბერს ვიყავი სახლში, გავედი ორი საათით, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. “მარშუტკას” ველოდებოდი. მეზობელმა გამოიარა, გავყევი სასაფლაოზე, ორი საათი ვიყავით, ამის მერე მთელი დღე სახლში ვიყავი. ტელევიზიით გავიგე ამ ამბის შესახებ. 22 ოქტომბერსაც სახლში ვიყავი,”- განაცხადა ესებუამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

მისივე თქმით, ბანკის ძარცვის საქმეში მისი ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია 23 ოქტომბერს მეგობარი პოლიციელისგან მიიღო.

ესებუა ამბობს, რომ ინფორმატორმა ცრუ ინფორმაცია პოლიციას თანამდებობის მიღების პირობის სანაცვლოდ მიაწოდა.

“23 ოქტომბერს, მეგობარმა პოლიციელმა მითხრა, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა, ასე ამბობს, რომ 70-80% ვიცი, ვინ არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო, მე ხომ ვიციო, რომ შენ არ ხარ და ამიტომ გითხარი, ფრთხილად იყავიო. უთქვამს, მე დაგაჭერინებთ და თანამდებობაზე დამნიშნეთო. მანამდეც სულ მაჩერებდა პოლიცია, ქალაქში ვერ გავდიოდიო, სულ ფრთხილად ვიყავი რამე, რომ არ ჩაედოთ. 23 ოქტომბერს დედაჩემს დავუბარე, რომ თბილისში მივდიოდი სამკურნალოდ. გავედი სახლიდან და იმის მერე ვიყავი ხან მეგობართან, ხან ნათესავთან, ასე გავიდა ორი დღე. 25 ოქტომბერს ჩემს დეიდაშვილთან ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდით, თურმე ფოტო გადაუღია წამოწოლილი რომ ვარ ისე და ჩემი ძმისთვის გაუგზავნია. მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სოციალურ ქსელებს პოლიციელები აკონტროლებდნენ. ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ დეიდაშვილთან ვიყავი. მერე წავედი. მეგონა, ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ ჩემი უდანაშაულო ძმა დაიჭირეს და გადამეწურა იმედი” – თქვა სასამართლოზე ესებუამ.

ესებუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავი რამდენჯერმე დააღწია დაკავების მცდელობას:

“დილის 4 საათი იყო. მოვიდნენ პოლიციები, ვიწექი. მეძინა, აზრზე ვერ მოვედი, წინააღმდეგობა არ გამიწევია. პატარა ოთახში 10 სპეცრაზმელს რა წინააღმდეგობას გავუწევდი. გამომძიებლების ჩვენება იყო სიცრუე, აღიარა დანაშაულიო, კარს დაეჯახაო, თანხა ნახევარი დავხარჯე, ნახევარი დავკარგეო, თქვაო – ეს ტყუილია. მანამდეც ჰქონდა დაკავების მცდელობა ბევრ ადგილას. მე აქ ვიყავი, ქვეყანა არ დამიტოვებია, აფხაზეთშიც ვიყავი. მე არ ვიცი, სასურველი კანდიდატი ვიყავი თუ რატომ დამაბრალეს ალქაიდას წევრობა,”- განაცხადა  ესებუამ.

პროკურორებმა მას იმ პოლიციელის ვინაობა კითხეს, რომელმაც ბადრი ესებუას თქმით, მას გადასცა, რომ ბანკზე თავდასხმას აბრალებდნენ. ბრალდებულმა  კითხვას არ უპასუხა.

“მეზობელი, რომელმაც სასაფლაოზე წამიყვანა, აღარ არის ცოცხალი. როგორ ვიტყვი იმ პოლიციელის ვინაობას. თქვენ რატომ არ ასახელებთ წყაროს? მეც ჩემი კანონი მაქვს და ვერ ჩავუშვებ იმ ადამიანს, ბოდიში,”- თქვა ესებუამ.

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალებული ესებუას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. არაა გამორიცხული განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.

 

თეგები: ბადრი ესებუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved