• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პროდუქტ TOYOTA EASY-ის მეშვეობით, მომხმარებელს ავტომობილის შეძენის მარტივ და მოქნილ გზას სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
13:48 06-23-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,074

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, მომხმარებელს ტოიოტას რამდენიმე უახლესი მოდელის შეძენას ექსკლუზიურ ფასად, ამასთანავე, მარტივი და სწრაფი გზით სთავაზობს და ამ მიზნით, ტოიოტასა და „თიბისი ლიზინგის“ პარტნიორობით შექმნილი კომფორტული სალიზინგო პროდუქტებით – TOYOTA EASY და TOYOTA EASY FLEX – სარგებლობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე სალიზინგო პროდუქტი მარტივად ერგება ნებისმიერი მსურველის მოთხოვნებს და მომხმარებელს შესაძლებლობას უქმნის, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ექსკლუზიურ ფასად შეიძინოს ახალი თაობის მოდელები: TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY, TOYOTA C-HR და TOYOTA YARIS CROSS.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გაგუა განმარტავს, რომ TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული საოპერაციო სალიზინგო პროდუქტი, სპეციალურად არის შექმნილი მომხმარებლის კომფორტისთვის და თავისი მოქნილი, ხელსაყრელი პირობებით, საგრძნობლად ამარტივებს ავტომობილის შეძენის პროცესს.

„თუ მომხმარებელს სურს, ივლისის ბოლომდე ახალი თაობის TOYOTA COROLLA, TOYOTA CAMRY, TOYOTA C-HR-ი ან TOYOTA YARIS CROSS-ი ექსკლუზიურ ფასად, სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მას ძალიან მარტივ და ხელსაყრელ გზას სთავაზობს. ვგულისხმობთ სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტებს, რომელთა მეშვეობით მომხმარებელი სასურველ ავტომობილზე ერთდროულად მიიღებს ექსკლუზიურ ფასს და გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს. TOYOTA EASY Flex -ით, ამ მოქნილი ფინანსური სალიზინგო პროდუქტით სარგებლობის პერიოდი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 12-დან 60 თვემდეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი 0%-ია, მომხმარებელი ყოველთვიურად ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს იხდის და ამასთან ერთად, საგარანტიო პირობებით დაცულ ავტომობილს მართავს“, – ამბობს ნინო გაგუა.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც მეტი სარგებლის მიღება სურს, შეუძლია არჩევანი მეორე ტიპის საოპერაციო სალიზინგო პროდუქტზე – TOYOTA EASY-ზე შეაჩეროს.

„TOYOTA EASY-ით სარგებლობის პერიოდი, საუკეთესო საპროცენტო განაკვეთით, 12-დან 72 თვემდეა. ეს პროდუქტი დამატებით, თრეიდ-ინ ფუნქციასაც და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასაც ითვალისწინებს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელს, სურვილის მიხედვით, შეუძლია განაახლოს ვადაგასული კონტრაქტი და განაგრძოს სალიზინგო პროდუქტის მოქნილი პირობებით სარგებლობა, ან გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება, ან ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ დააბრუნოს. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ამ სალიზინგო პროდუქტებით ვთავაზობთ, არის სწრაფი, მოქნილი და კომფორტული“, – აღნიშნავს ნინო გაგუა.

მისივე ინფორმაციით, სალიზინგო პირობების გაცნობა შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://toyota-tbilisi.com/blog/222/toyota-easy/

გარდა ამისა, მომხმარებელს, რომელსაც ტოიოტას ავტომობილის შეძენა ექსკლუზიურ ფასად სურს, მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00
საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved