• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობას მხარი არ დაუჭირა

ალია ავტორი - ალია
16:40 04-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებები:

რომან გოცირიძე

„თქვენ საკმარისი ხმა გაქვთ და საგანგებო მდგომარეობა დღეს პარლამენტში ჩვენს გარეშეც დაამტკიცებთ. ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, მას სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა ექნებოდა. თქვენ ეს არ მოინდომეთ.

რატომ წარადგენთ ეკონომიკურ გეგმას პარასკევს და არა დღეს, რაიმე წყდება ამ ორ დღეში? ეს იყო ჩვენი მოთხოვნა, თუ რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს“.

გიგა ბოკერია

„ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, რომ მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის. როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავდნენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა.

არაფერზე პასუხი არ გვაქვს, არ გვაქვს ეკონომიკური გეგმა არც გადასახადების დაწევაზე, არც პირდაპირ დახმარებაზე, არც საპენსიოს დაბრუნებაზე, ამ ვითარებაში ჩვენ ამას მხარს ვერ და არ დავუჭერთ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოთო კახიძე

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას “ევროპულმა საქართველომ” მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. ლეგიტიმური იყო ეს მოთხოვნა. თუმცა, ჩვენ მაშინაც დავსვით საკითხი, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი ეკონომიკისთვის, ათიათასობით ჩვენი მოქალაქისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კონკრეტული გეგმა წარმოდგენილიყო, რას აპირებდა მთავრობა მათთან მიმართებით.

პარალელურად ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ვერსია ანტიკრიზისული გეგმის. ერთი თვის თავზე კვლავ არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გეგმა.

სალომე სამადაშვილი

„მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ, როგორც დღევანდელი შეხვედრის ფორმატით, ასევე, იმ პროცედურით, რომლითაც განხილვა მიმდინარეობს.

ჩვენ აქ ვერ ვხედავთ ვერც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ვერც ჯანდაცვის მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრს, რომელთაც ჩვენ უნდა დავუსვათ ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას დაუგროვდა, მეტიც, ვადგენთ, რომ დღეს ამ დარბაზში შეკითხვის დასმის უფლებაც არ გვაქვს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved