• რეკლამა
  • კონტაქტი
14:33, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“16-ჯერ დარეკა პოლიციაში დახმარების თხოვნით” – სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
19:27 06-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, დღეს, 15 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე “ა. გ. საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საია წერს, რომ საქმე ეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო. ორგანიზაცია ამბობს, რომ გარდაცვლილი წლების განმავლობაში მიმართავდა პოლიციას და შველას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება და არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ვალდებულებები.

სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

საია საჩივარში ასაბუთებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქალის გარდაცვალების პრევენცია, მიუხედავად მსხვერპლის მიერ გარდაცვალებამდე პოლიციისთვის 16-ჯერ მიმართვისა და ვერ დაიცვა მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატური ხასიათის ძალადობისგან.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერული მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემაზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა გამოიჩინეს დაუდევრობა მომჩივნის შვილის მიმართ.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივნის შვილმა 16-ჯერ დარეკა დახმარების თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ მომჩივნის შვილმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები, და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან შემდგომ განცხადების გამოტანამ”, – წერს ორგანიზაცია.

საია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ისიც, რომ სამართალდამცავები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და არა სისტემურად, რაც რისკის არასათანადოდ შეფასებაში გამოიხატა.

სასამართლომ შეაფასა მიმდინარე გამოძიებაც და აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე სამართალდამცავთა უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიებას არც ერთი ღონისძიება არ განუხორციელებია. ევროსასამართლოს შეფასებით, იგი მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობის ერთ ფაქტზე, რაც მომჩივნის შვილის გარდაცვალებას უძღოდა წინ და უზენაესმა სასამართლომ უგულებელყო წინარე შემთხვევები.

ორგანიზაციის ცნობით, სამოქალაქო საქმის ფარგლებში მომჩივანმა მიიღო კომპენსაცია, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისასალმებელია სამოქალაქო საქმეებით ზიანის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, “თუმცა მითითებულ საქმეში, [ეროვნულმა] სასამართლომ არ შეაფასა, თუ რამდენად იყო პოლიციელთა უმოქმედობა დისკრიმინაციული მოტივით განპირობებული”.

სახელმწიფოს ჩადენილ დარღვევებზე სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის კი 12 600 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

თეგები: სტრასბურგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved