• რეკლამა
  • კონტაქტი
14:41, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინამ ეს მოახერხა, რუსეთი ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს”– რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე? – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
13:47 06-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,664
თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე?
ეს პერიოდი იქნება გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, როცა წინსვლა და უკან დახევა, დანაკარგები და მოწინააღმდეგის გაბუქებული განაცხადები გააჩენს ეჭვს რომ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც იგეგმებოდა, მაგრამ თუ გვეცოდინება რა ჩანაფიქრია აქვს უკრაინას ბრძოლის ველზე და რის მიღწევას ცდილობს ყველაფერი მეტნაკლებად გამარტივდება და გვეცოდინება რას ველოდებით.
უკრაინამ უარი თქვა თავისი შეტევა დაეწყო მძლავრი დარტყმით, შემდეგ გამოეყენებინა პირველი დარტყმის ეფქტი და მაღალ ტემპში გაეგრძელებინა მოწინააღმდეგის დევნა მის სულ ჩამოშლამდე. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის სიფრთხილე (უკრაინას სურს, მუდმივად იყოლიოს ძალები სტრატეგიული რეზერვის სახით, შეფერხების შემთხვევაში, რომ შეძლოს ისევ თავდაცვაზე გადავიდეს და წარმატებულად შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორია ძალის აღდგენამდე), მოწინააღმდეგის მიერ 6 თვის განმავლობაში შექმნილი თავდაცვის ძლიერი ზღუდეები, რუსების მიერ მობილიზაციის შედეგად დაგროვილი პირადი შემადგენლობა რეზერვში, სამოქმედო ოპერატიული სივრცის დიდი სიღრმე და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ყირიმის პირველ რიგში აღების აუცილებლობა (სხვა შემთხვევაში, შეიძლება ყირიმი სადაოდ დარჩეს, თუ რუსეთი დატოვებს სხვა ოკუპირებულ რეგიონებს და ყირიმში მოახდენს ძალების კონცენტრაციას). კახოვკის ჰესის აფეთქების გამო ყირიმის ოპერაციას წინ შუალედური ოპერაციები უნდა უსწრებდეს ახალი პლაცდარმის შესაქმნელად.
რას ვადევნებთ თვალს, უკრაინას სტრატეგიულ რეზერვის გარდა (ამ რეზერვის ნაწილია, ნატოს შეიარაღებით და აღჭურვილობით, მათი გაწვრთნილობით შექმნილი 150 ათას კაციანი დაჯგუფება, რომელიც ძირითადი შეტევის ოპერაციის მთავარი დამრტყმელი ძალაც იქნება) ყავს ძალები, რომლის საშუალებითაც ზემოქმედებას ახდენს მთელ ფრონტის ხაზე, ხოლო რამდენიმე მიმართულებაზე აწარმოებს აქტიურ შეტევებს ტერიტორიების დაკავების მიზნით.
მოწინააღმდეგე, იძულებულია მთელ ფრონტის ხაზე იყოლიოს თავდაცვისთვის საკმარისი ქვედანაყოფები და წარუმატებელ მონაკვეთებზე ბრძოლაში ჩართოს ქვედანაყოფები სტრატეგიული რეზერვიდან. რაც უფრო მეტი ტერიტორიის დაკავება მოხდება უკრაინის მხრიდან მით უფრო მეტი ქვედანაყოფი იქნება რუსეთის მხრიდან ჩართული ბრძოლაში. ამ ეტაპზე პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს სწრაფ გარღვევებს და ღრმა რეიდებს, უკრაინელების მთავარი ამოცანაა მეთოდურად დაძლიოს რუსეთის ორგანიზებული თავდაცვა, რაც შეიძლება მეტი ნაპრალი გააჩინოს საინჟინროდ მომზადებულ თავდაცვის პოზიციებზე და რაც შეიძლება მეტი რუსული ძალა ჩაითრიოს სტრატეგიული რეზერვიდან ბრძოლაში.
ეს ჩანაფიქრი, ბრძოლის წარმოების ეს ტაქტიკა არ იძლევა საშუალებას რაიმე ბრწყინვალე გამარჯვება იქნას მოპოვებული რამე მონაკვეთზე და რაიმე ღრმა გარღვევა პირველ ეტაპზე. პირიქით, ეს იქნება მძიმე ბრძოლები ყველა მეტრი მიწისთვის, ზოგან უკან დახევაც კი სარისკო პოზიციების გასასწორებლად. იქნება მძიმე დანაკარგებიც. იმიტომ რომ ამ ეტაპზე ბრძოლები მიდის მოწინააღმდეგის მხრიდან სანჟინრო საშუალებებით მომზადებულ პოზიციებზე, რომლებიც მოწინააღმდეგეს შევსებული ყავს საკმარისი რაოდენობის პირადი შემადგენლობით.
მაგრამ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ მძიმედ, მაგრამ შეუქცევადად უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს, დანაკარგები გაცილებით მცირეა, ვიდრე ასეთი მძიმე ბრძოლების დროს არის ხოლმე. რაც გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უკრაინელების მიერ არჩეული ტაქტიკა ეფექტურობაზე. გენერალური შტაბის ჩანაფიქრი სწორად არის გაგებული ბრძოლის ველზე მოქმედ შენაერთების სამეთაურო რგოლის მიერ და მიზანი მიღწეული იქნება.
რაც უფრო ინტენსიური იქნება ბრძოლები, მით უფრო მეტად იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იძულებული, სიტუაციის შესანარჩუნებლად რეზერვი გამოიყენოს. რომელი მხარეც მოახერხებს რეზერვის შენარჩუნებას, იმ მხარეს გადამწყვეტ მომენტში ექნება დიდი უპირატესობა.
როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევდა, უკრაინამ მოახერხა თავდაცვა ისე, რომ რეზერვი არ გამოიყენა. რუსეთი ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს.
უპირატესობა რესურსებში, ტექნოლოგიებში, სამხედრო დაგეგმარებაში და აღსრულებაში, ხალხის და ჯარის განწყობაში იძლევა დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები კი ადასტურებენ პროგნოზის რეალისტურობას.”
თეგები: გიორგი თავდგირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved