• რეკლამა
  • კონტაქტი
08:55, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამკაცრდეს ჯარიმები გარემოს დაბინძურებაზე, ზარალდება წესიერი ხალხი” – ჩერქეზიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:21 06-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი:

“ნაძალადევის ცენტრში, მთავარ ქუჩაზე, დადიანის 26 ნომერში, არის სკვერი, რომელიც არის კერძო საკუთრება და ამავდროულად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.
ამ სკვერში არის საშინელი (!) სიბინძურე და ანტისანიტარია.
ვიყავი მისული რამდენჯერმე, გავაკეთე ჩართვები, წერილობითი ინფორმაცია მივაწოდე ნაძალადევის რაიონის გამგეობას, თბილისის მერიას, შპს “თბილსერვის ჯგუფს”, მაგრამ ტერიტორია ისევ ნაგვით არის სავსე.
ჩემი აქტიურობის შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ოფიციალური წერილით მიმართა კერძო მესაკუთრეს (შპს “თბილისი არტ ჰოლი”) და სთხოვა დასუფთავების სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარება.
ამის შემდეგ ტერიტორია დასუფთავდა, მაგრამ ზედაპირულად, როგორც იტყვიან 50/50-ზე.
რეალურად სკვერს სჭირდება გენერალური დასუფთავება, რადგან სავსეა ათასი სიბინძურით და აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ, სრულად გაიწმინდოს ამ ნაგვისგან.
აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა მოქალაქეების ერთი ნაწილის პასუხისმგებლობაზე, რომ მათი წილი ამ ანტისანიტარიაში ძალიან დიდია.
ვისაც ნაგვის ურნამდე ვერ მიაქვს საკუთარი ნაგავი და სადაც მოუნდება, იქ ყრის.
შეგნებულ საუბარს თუ შედეგი არ მოაქვს და სხვა გზა აღარ არის, გამკაცრდეს ჯარიმები გარემოს დაბინძურებაზე, რადგან ზარალდება წესიერი ხალხი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სკვერის გვერდით არის 112-ე საჯარო სკოლა, მიმდებარედ არის კიდევ არაერთი სტუდია და სასწავლებელი და ბავშვებს უწევთ ამ ნაგავში ყოფნა.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ნაძალადევის რაიონის გამგეობა
თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group
არტ ჰოლი
P.S. ამ სტატუსს მივაბამ ფოტოებს, რათა ნახოთ, როგორ გამოიყურებოდა ტერიტორია, პროცესის დაწყებამდე.
იმედი მაქვს, მომეცემა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღეში დასუფთავებული და მოწესრიგებული სკვერის ფოტოები ავტვირთო.”
თეგები: ნიკა ჩერქეზიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved