• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა

ალია ავტორი - ალია
18:24 06-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

საქართველოს მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

“შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.” ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსაც შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია იყო. მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ საქართველოს ახლა ისტორიული შანსი აქვს და რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved