• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

არქიმ 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა

ალია ავტორი - ალია
12:11 06-08-2023
- ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
677

არქიმ თავის საცხოვრებელ კომპლექსებში სპეციალურად არქელებისთვის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა.

„არქი ერთი დიდი ოჯახია და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეულ არქელზე ზრუნვა, მათთვის სასიამოვნო განწყობის შექმნაა. სწორედ ამიტომ, ყოველ 1 ივნისს ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში არქელი ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს ვაწყობთ.

წლევანდელმა ღონისძიებებმაც წარმატებით ჩაიარა და გვიხარია, რომ შევძელით ბავშვებისთვის კარგი განწყობის შექმნა. მათი ბედნიერი სახეები და დადებითი განწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს არქის მარკეტინგის დირექტორი ელენე ბარათაშვილი.

პატარა არქელებმა სხვადასხვა გემრიელი საჭმელი, ტკბილეული და ნაყინი დააგემოვნეს, ბევრ გასართობ აქტივობასა და გუნდურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა. მათ განწყობაზე ილუზიონისტების შოუ, მასკოტები და ოჩოფეხები ზრუნავდნენ. ღონისძიება საზეიმო ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.

http://

არქისთვის მთავარი პრიორიტეტი არქელების დიდ ოჯახზე ზრუნვაა, რომელიც ამ ეტაპზე 30 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. კომპანიაში დღესასწაულებზე ღონისძიებების გამართვა ტრადიციადაა ქცეული. მასშტაბურობით გამოირჩეოდა სპორტის სასახლეში საახალწლოდ გამართული კონცერტი „ჯიფსი არქელებისთვის“, ასევე, „სუხიშვილების“, ლელა წურწუმიას, დათო გომართელისა და შვიდკაცას კონცერტები. სპეციალურად არქელებისთვის გამართულ ღონისძიებებზე არქელებს შესაძლელობა ეძლევათ ერთმანეთი გაიცნონ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და როგორც დიდმა ოჯახმა ერთად დადებითი მოგონებები დააგროვონ. ტრადიციადაა ქცეული 1 ივნისს გასართობი ღონისძიებების გამართვაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებენ და კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობას შესთავაზებენ
არქელებს.

თეგები: 1 ივნისიარქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved