• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მძიმე ამბით იწყება დილა!” – ბუკა პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:39 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
556

ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:

“გამარჯობა! #bუკაdეილიnიუსი მძიმე ამბით იწყებს დილას! კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია დაგვეღუპა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, დიდება გმირებს და მარადიული ხსოვნა მათ!
კახოვკის ჰესის აფეთქებაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა ცოცხალი თავით ტერორისტ რუსეთს! პრეზიდენტი ერდოღანი ესაუბრა ტერორისტ პუტინს და ამ უტიიფარმა ნაძირალმა ეს ტერორისტული აქტი უკრაინელების ბარბაროსულ ქმედებად შეაფასა! უფრო მეტიც, საგანაგებო სიტუაციების სამსახურს დაავალა მოსახლების ევაკუაცია.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა დააკისრა სამაგიეროდ პასუხისმგებლობა რუსეთს! რუსეთი აკონტროლებდა კახოვკის ჰეს-ს, რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია და რუსეთია პასუხისმგებელი იმ კატასტროფაზე, რაც მოხდა კახხოვკის წყალსაცავზე!
წყლის დონემ დაიწყო ნელ-ნელა კლება! როცა დაიწევს საფუძვლიანად, იქ კი გამოჩნდება, სად და როგორ მოხდა აფეთქება, მაგრამ ამ უტიფარი რუსების ატანა მართლა ძალიან ძნელია და ტაკერ კარლსონის მსგავსი რუპორები რომ ყავთ კიდევ, ეს უფრო ამძიმებს ვითარებას! როდის რა უღიარებია რუსეთს თავისით, რომ ეს ეკოციდი აღიაროს! უბრალოდ მე მგონია, რომ როდესაც უტყუარი ფაქტები დაიდება, აშშ-ს და სხვა ქვეყნებსაც მაინც მოუწევთ ოფიციალურად რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება და შესაბამისად სრულიად ახალ დონეზე ავა რუსეთთან კონტაქტებში შეზღუდვა!
გაერო და წითელ ჯვარზე კი თქვა ზელენსკიმ ბილდთან ინტერვიუში, შოკში ვარ, 2 დღე გავიდა და არცერთი გამოჩენილა სტიქიური უბედურების ზონაში და არც პასუხი გაუცია ჩვენს მოთხოვნებზეო!
წყლის დონის კლება შეიძლება საფრთხე იყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის, გააჩნია დაიწევს თუ არა 12.7 მეტრს ქვემოთ! ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილება!
სრული ზარალის და კატასტროფის მასშტაბების შეფასება ჯერ კიდევ ნაადრევია. დრო დაჭირდება სრული სურათის შექმნას. ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის და ცხოველების ევაკუაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ვითარებაშიც კი ურდო ცეცხლს უხსნის სამოქალაქო მაშველებს.
ფრონტის ხაზზე გუშინ სერიოზული ღამე იყო: ჩვენი არტილერია და ჰაიმარსერია ? ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ამუშავდა მთელი დატვირთვით. გარდა ამისა, ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ტოკმაკში 30-მდე აფეთქების ხმას თავად ურდოსებიც ადასტურებენ! პანიკა იყო ძალიან სერიოზული ურდოს პროპაგანძიაში, დაიძრა სატანკო კოლონებიო! დღეს დილიდან გულს იმაგრებდნენ, მაგარი ღამე გადავაგორეთ, მარა ტალღებად გაგრძელდება უკრაინელების შეტევებიო, თუმცა ეგენიც კი აღიარებენ ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე გარღვევებს. დილიდან ურდო წერს, ჯავშანტექნიკის დახმარებით ორეხოვო-ტოკმაკის მიმართულებაზე უკრაინელებმა ჩვენს წინა პოზიციებზე დამაგრება შეძლესო, არაბიჯო და მოსკოვს დაეკითხებოდნენ!
ჩვენი მხრიდან დუმილია! ასეც უნდა იყოს! ლაივში ვერ მოხდება მოსამზადებელი ფაზის რეპორტაჟი! ვიმეორებ, ეს არის ძირითადად დაზვერვა ბრძოლით სუსტი ადგილების გამოსავლენად. მართალია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დანაყოფების გადაადგილების გრაფიკები დაამტკიცა, მაგრამ ნურავინ იჩქარებს რაიმეს გამოცხადებას. იგრძნობს ურდო და დანარჩენი მსოფლიოც, როდესაც მართლა დაიწყება სრულმასშტაბიანი კონტრიერიში!
ბახმუტის ფლანგებზე კი აკეთებენ ჩვენები თავის საქმეს! ჩრდილოეთით ბერხივკასკენ, სამხრეთით კი კლეშჩეევკასკენ მიიწევენ მედგრად და სტაბილურად!
მშვენივრად უჭირავთ ვითარება ანტიპუტინისტურ ძალებს ბელგოროდის ნოვა ტავოლჟანკაში! მე-7 დღეა უკვე ეს დასახლებული პუნქტი მათი კონტროლის ქვეშ არის, მიუხედავად ურდოს მხრიდან დაბომბვებისა! კიდე ამბობენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, 2024 წელს სხვანაირ ქვეყანაში უნდა შევხვდეთო! ღმერთმა ხელი მოუმართოთ!
ახლა საერთაშორისო ამბები:
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს ნატოს ვილნიუსის სამიტზე, შესაძლოა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. ცხადია ამ ქვეყნებს შორის პირველი პოლონეთი მოიაზრება და მასთან ერთად ბალტიის ქვეყნები.
შვეიცარიის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად შვეიცარიულ კომპანიებს ექნებათ უკრაინისთვის შეიარაღების და ამუნიციის მიყიდვის უფლება;
გერმანიამ კიდევ ახალი სამხედრო დახმარება გადასცა უკრაინას, მათ შორის 8 ერთეული ყველგანმავალი ჯავშანტრანსპორტიორი, ამუნიცია, სარადარო სისტემები და სხვა ტიპის შეიარაღება;
სულ უფრო საინტერესო ხდება სერბიის!!!!! პრეზიდენტის განცხადებები. აშშ-ს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელთან გენერალ დენიელ ჰოკანსონთან შეხვედრის შემდეგ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მართალია სერბეთი ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს, ის მზად არის გააუმჯობესოს თანამშრომლობა ამერიკულ არმიასთან ბალკანეთის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით! გამოვარდა ეგრევე აალკო სპიკერი მარია ზახაროვა, არიქა სერბეთში კაი არაფერი მოხდებაო, არსად კარგი არაფერი გელოდებათ ურდოს და მის მაქებრებს!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო არ გარუსდება 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბუკა პეტრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved