• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ასეთი ძარცვა, ასეთი ქურდობა, ასეთი სიხარბე არც გამიგია, უბრალო ჯიხურს ვერ დადგამ თუ ე.წ. კრიშა არ გაქვს” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
13:18 06-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,400
“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— ? ვეღარ უძლებს ხალხი უსამართლობას და გაჭირვებას – ყველა ქვეყნიდან გარბის ‼️
— ? მიმოვიხედე გარშემო და ახლობელ-ნათესავების ნახევარი უკვე წასულია, მეორე ნახევარი ჩემოდნებზე ზის ‼️
— ? გადავხედე და ახალგაზრდა აღარ დარჩა ჩვენს გარშემო – ზოგი გერმანიაშია, ზოგი ბელგიაში, ზოგი ამერიკაში, ზოგი საფრანგეთში, ზოგი კვიპროსში, ზოგი იტალიაში და ასე შემდეგ ‼️
— ? მე მაინც არ ვიცოდე – ყველა სახელმწიფო ტენდერი ფიქციაა (წინასწარ არის გამარჯვებული ცნობილი) , ყველა უწყებაში გამოცხადებული კონკურსი “ სიაფანდია” (მოიგებს ის ვისაც ჩაწყობილი აქვს) – სულ რომ აინშტაინი ან სპინოზა იყო კარგ სამსახურს ვერ იშოვი ‼️
— ? ამიტომაც მიდის და მიდის ახალი თაობა ემიგრაციაში – ქართული სისხლისგან, გენისგან, ჯიშისგან იცლება ჩვენი სამშობლო ‼️
— ? გაძარცვეს, გაყვლიფეს, გაქურდეს ქვეყანა, საარსებო წყარო არ დაუტოვეს ხალხს, ყველანაირი პერსპექტივა მოუსპეს ახალგაზრდებს ‼️
— ? ყველა შენობა თავის ოჯახზე გადაიფორმეს, ყველა ბიზნესი მიითვისეს, ყველა მიწა დაისაკუთრეს – ვეღარ გაძღნენ, შევარდნაძის დროიდან დაიწყეს და დღემდე ხრავენ საქართველოს ‼️
— ? ნაძარცვი ფულით მიკროსაფინანსოები, სამევახშეო კანტორები გახსნეს – მთელი საქართველო “ დაილომბარდეს “ , ნახევარი პარლამენტი მევახშეობითაა დაკავებული – წურბელებივით სისხლს წოვენ გაუბედურებულ ხალხს ‼️
— ? თავიანთი უსაქმური და პარაზიტი შვილებისთვის უნდათ ყველაფერი, ლამისაა მთელი ქვეყანა გადაუფორმონ  ფეოდალიზმი დააბრუნონ და ოფიციალური მოურავები, მოჯამაგირეები და ყმები დაიყენონ ‼️
— ? ასეთი ძარცვა , ასეთი ქურდობა , ასეთი სიხარბე არც გამიგია. უბრალო ჯიხურს ვერ დადგამ თუ “ ძლიერთა ამა ქვეყნისა” ე.წ. კრიშა არ გაქვს ‼️
— ? ცალკე საკითხი უსამართლობაა.არ მოეწონება შენი საქციელი, გაგიჩალიჩებს, ან იარაღს და ან ნარკოტიკს აღმოგიჩენენ მანქანაში – მურუსიძე ჩაქუჩს დაარტყამს, ცხოვრებას დაგინგრევს და დიდი ხნით ციხეში გაგიშვებს ‼️
— ? გინდა ზემოთ წადი და გინდა ქვემოთ – სამართალს ვერ იპოვი – ადვოკატი უკვე სასაცილოდაც არ ყოფნით ‼️
— ? ის გაზულუქებული 5% რომელიც 95%- ს ძარცვავს მშვიდობას გამადლის. სტაბილურობაა მთავარიო – ამითი აშტერებს ხალხს. არადა ის სიმშვიდე მას ჭირდება – ნეტარებაში და ფუფუნებაში საცხოვრებლად ‼️
— ? სხვათაშორის ყმები და მონებიც სტაბილურ გარემოში ცხოვრობდნენ.სტაბილურად ჭამდნენ ღორის სალაფავს და ნერწყვმორეული შეცქეროდნენ თავიანთი ბატონების “ მშვიდობიან “ ცხოვრებას ‼️
— ? უსამართლობაში, სიღარიბეში და უპერსპექტივობაში მშვიდობიანი ცხოვრების სახელი ბატონ-ყმობაა ‼️
— ? ვისაც ჩვენი არეული არ მოეწონება, იმათი დალაგებულ-გაზულუქებული ცხოვრების დედაც ვატირე ‼️
— ? დაიმახსოვრეთ – ჩაგრულ და გაღარიბებულ ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს – ბორკილების გარდა ‼️
— ? თუ ძირეულად ყველაფერი არ შეიცვალა, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი სულაძაღლებული ხრუშოვის ოცნების ასრულებამდე – “ საქართველო ქართველების გარეშე “ ‼️
— ? “ ოხ, ღმერთო ჩემო!
სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება “⁉️
ილია ჭავჭავაძე”
თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved