• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს 1 ივნისია, ჩემმა მეგობარმა ერთი მესიჯი დაწერა, “ბიჭებო სანდრო ძია დაიღუპა” – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:37 06-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
883

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი:

“თბილისში, შეშელიძის 49 ნომერში ერთი პატარა ვულკანიზაციაა, სადაც ერთი კარგი კაცი მუშაობს, ჩვენ სამეგობრო მას ძიას ვეძახით.
მართლა კარგი ადამიანია ჩვენი ძია, პატიოსნად შრომობს, არ ეშლება დიდი და პატარა, ყველას ეხმარება, პატივს სცემს, კარგი მეოჯახეა, სულ თავის ოჯახსე და შვილიშვილებზე გვესაუბრება, გვაჩვენებს ფოტოებს და ვიდეოებს. უყვარს თავისი კუთხე და სოფელი.
მისი ნათესავია ჩვენი ნაკრების და ფრანგული მეცის ფეხბურთელი გიორგი (ჟორჟი) მოქაუტაძე, იცის რომ სპორტი მიყვარს და როცა მივდივარ თან საქმეს აკეთებს და ისე მეუბნებახოლმე სიამაყით და სითბოთი გაჟღენთილი ღიმილით, ნახე რა ქნა ჩვენმა ბიჭმა ორი გოლი გაიტანა, თვის საუკეთესო გახდაო.
თავის პატარა საქმისგან დამტვერილ ოთახში სულ ცდილობს წესრიგი ჰქონდეს მოკაუჭებულ მავთულებზე მისთვის საჭირო რამეები აქვს ჩამოკონწიალებული, იქით ძველი მაგნიტოფონი უდევს რომელიც მხოლოდ რადიოს ფუნქციას ინარჩუნებს, უამრავი საბურავი და დისკი აქვს მიწყობილი.
ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ხშირად ჟორჟის ნაჩუქარი საფეხბურთო კლუბ “მეცი”-ს სპორტული ფორმა აცვია ხოლმე, მეც მივადგები და ვეუბნები, ძია როდის უნდა მაჩუქო ეგ ფორმა რო გაცვდებათქო?
არა ძია შენ ამას როგორ გაკადრებ, აი ჩვენი გიორგი რო ჩამოვა ჩამოვატანინებ შენთვისო.
თან რაღაცნაირო კეთილი ღიმილი აქვს და თვალები სულ უციმციმებდა.
დღეს 1 ივნისია, ჩემმა მეგობარმა ირაკლი შარაშენიძემ ჩვენი სამეგობროს საერთო ჩატში ერთი მესიჯი დაწერა,
“ბიჭებო სანდრო ძია დაიღუპა”
ამ მესიჯის წაკითხვიდან თითქმის ორი საათი გავიდა, გული მაქვს შეკუმშული, ჩვენი საყვარელი მოხევე ძია აღარ არის იქ შეშწლიძის 49-ში.
მანქანას რომ გავაჩერებ აღარ გამოვა მეცის სპორტულით მაჯებაკეცილი, ცივ სასმელს რომ შევაწოდებ აღარ მეტყვის უხერხულ მადლობას, ვეღარ ვიხუმრებთ და ვიცინებთ ერთად.
ძია იყო უბრალო მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი.
გთხოვთ სიცოცხლეში ყველას აგრძნობინეთ რომ მნიშვნელოვანია.
ბედნიერი ვარ რომ მე და ჩემმა ბიჭებმა ეს გავაკეთეთ და ვუთხარით ბევრჯერ.
ვწუხვარ რომ ძიას ვერ დავემშვიდობები პირადად, ძალიან ვწუხვარ რომ ასე ნაადრევად წავიდა ჩვენგან.
ჩვენი ძია.”
თეგები: გიორგი სუხიტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved