ქართული ოცნების თავმჯდომარე კობახიძე ჟურნალისტებს მიმართავს და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების გამართლებას ცდილობს, სადაც ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ფაქტობრივად ნატოს დააბრალა.
“კითხვა მინდა დავსვა, თქვენი აზრით, რატო განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და არა რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში? საქართველოზე არ ვისაუბროთ. მაგალითად – ყაზახეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში?
ერთადერთი განსხვავება იყო უკრაინასა და აზერბაიჯანს მონღოლეთსა და ყაზახეთს შორის, რომ უკრაინა ისწრაფოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, ეს ქვეყნები არა”, – განაცხადა კობახიძემ
კომენტარები