• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას ვამბობ „ლელოს“ გასაგონად” – რას წერს ჯონი გიგანი

ალია ავტორი - ალია
20:18 05-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,210
ბიზნესმენი, პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ჯონი გიგანი:
“ახლა, როცა კრემლის მაღალჩინოსნების, დასავლეთის მიერ სანქცირებული ოჯახების და მათი მეგობრების რუსული „სბროდი“
საქართველოს დედაქალაქში ჩამოდიან და გრანდიოზული ქორწილისთვის კახეთის შუაგული “დახურეს”,რაიმეს მიგვახვედრებს ეს ფაქტი?
დიახ! სასწრაფო და გადაუდებელი გაერთიანების დროა!
არ არის იმის ფუფუნება, რომ ვინმემ პრეტენზია გამოთქვას,- არ დავდგები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდითო!
ამას ვამბობ უპირველესად, პარტია „ლელოს“ გასაგონად.
ვერავინ დამაჯერებს, რომ „ლელოს“ ლიდერები რუსულ საქმეს აკეთებენ, თუმცა მიკვირს, თუ ევროპა და ის რეფორმები უნდათ, რაც
12 ევრორეკომენდაციაშია მოცემული, მაშინ რატომ აიჩემეს, მიშას „ნაცებთან“ პარტნიორობა არ გვინდაო?
დანაწევრებული პატარა საქართველო,
ეს ხომ არა გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია და ამასთან ერთად, ხომ იგივე რუსული ინტერესი და „მესიჯ- ბოქსია“?!
თუ ფიქრობთ ამით ვინმეს გაბრიყვებას, -გამორიცხეთ!
რუსული პოლიტიკით ბევრი „კბილი“ გვაქვს გამოცვლილი!
რატომ კონკრეტულად „ლელოს“ გასაგონად?
იმიტომ, რომ თუ ვინმე ყვაოდა იმ დროს საბანკო ბიზნესში, ერთ- ერთი „ლელოს“ დღევანდელი ლიდერები იყვნენ; ამას ვამბობ მე, ჯონი გიგანი.
მაშინ, „ნაცმოძრაობამ“ ერთ დღეში (ჩემი ორგანიზაციებიდან ) 7 კაცი დაიჭირა, მაშინდელმა ძალოვანმა სტრუქტურებმა, რომ ეთქვათ – ვითომ „ჯონი გიგანი შავ ფულს გაძლევდათ“, და მის „წინაღმდეგ მიეცით ჩვენებაო“. ცხადია, რაც არ ყოფილა რას აღიარებდნენ? მაგრამ მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ არ აღმომაჩნდა გუნდში ისეთი ლაჩარი ტყუილად, რომ დაედოთ ჩემზე ხელი.
თუ პოლიტიკა გინდათ უნდა სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ გადმოვერთოთ ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებზე და გავერთიანდეთ…..
გაიგეთ, რომ გარდამავალი პერიოდი იყო მაშინ, ყოფილი ხელისუფლების დროს, კომუნისტური დიქტატორობიდან და ცხადია, ბევრი „ჩანერგილი“ ეყოლებოდა მესამე პრეზიდენტს რუსული სპეც სამსახურებიდან.
ახლა ხომ დარწმუნდით იმაში რომ მიხეილ სააკაშვილი გულრწფელია თავის საქმეში და ჩამოვიდა პუტინის კონტროლირებად ივანიშვილის უზურპირებულ სასამართლოში და ციხეში…..ყველამ უღალატა მისივე ადმინისტრაციიდან, ერთი ორი კაცის გარდა; მამუკა ხაზარაძეს მართლა შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება და ეს არის ევროპული ვექტორის პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება პარიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ. ასეთი მიდგომით ლელოს შანსი მიეცემა თავისი პარტიის პროცენტი გაზარდოს და ჩამოყალიბდეს მედასავლეთე პარტიად, უნდა შეუწყოთ ევრო ვექტორის პარტიებმა ერთმანეთს ხელი, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია, ვინაიდან რუსულ ფეიკ პოლიტიკას ეძლევა საშუალება “დაყავი და იბატონეს პრინციპი გაატაროს”…..
დღევანდელი ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ცოტაც და ჩაირეცხება თვით რუსეთი, სამხედრო დამნაშავისა და ტერორისტი
პუტინის გამო.
ღმერთმა დამსახურებული რისხვა მოუვლინა პუტინს და მის ოლიგარქატს; ბოლო 25 წელი ტერორის ქვეშ ამყოფა მეზობელი ქვეყნები; მათი სოციალურ- კულტურული გაპარტახებით მოითბო ხელი მისმა ოლიგარქატმა.
წნეხში და კონტროლში ამყოფა გაკოტრებული და გაფარჩაკებული რუსი ხალხი…
აი, აქ უნდა რომ დაგვაბრუნოს ბიძინა ივანიშვილმა, ამ დეგრადირებულ გასაცოდავებულ ხალხთან.
დღევანდელ პოლიტიკაში ფულმა ძველი ძალაუფლება დაკარგა.
ყველაზე მდიდარი ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი ფულით შეიარაღებული საკუთარ ქვეყანას ებრძვის- მისი ფულის გადასარჩენად. იგივე არ დაგემართოთ მამუკა თქვენც.
გავერთიანდეთ „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში და დავძლიოთ ვიწრო პარტიული ამბიციები.
ნუ დარჩებით მომლოდინედ; ბრძოლა ამ წუთებიდან უნდა დავიწყოთ!”

 

თეგები: ჯონი გიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved