• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნებ პოლიციის მაღალჩინოსანმა ან პარლამენტარმა წაიკითხოს ეს…” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ალია ავტორი - ალია
21:36 05-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

დეკანოზი, თამაზ ლომიძე:

“არ ვიცი, იქნებ ვინმე მაღალი თანამდებობის პირმა, პოლიციის მაღალჩინოსანმა ან პარლამენტარმა წაიკითხოს ეს და მოახერხოს კანონის ცვლილება.
გუშინ ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე ორი პოლიციელი ყოფილა გვერდულა ხაზზე გაჩერებული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ავტობანზე მოძრავი მძღოლი შეეჯახა ისეთი ძალით, რომ ორივე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. ამიტომ, გაიგეთ ხალხო, გაიგეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის. ეს სასიკვდილოდ საშიშია და კატეგორიულადაა აკრძალული. გერმანია ხომ ავტობანების ქვეყანაა და იქნებ ვისწავლოთ მათგან უსაფრთხოების ნორმების დაცვა. გერმანიის ავტობანებზე აბსოლუტურად დაუშვებელია და კანონითაა აკრძალული გვერდულა ხაზზე გაჩერება. რომც მოხდეს და გაგიფუჭდეს მანქანა, იმწამს, სასწრაფოდ უნდა გადმოხვიდე მანქანიდან, გადახვიდე დამცავი რელსის მიღმა და იქ, მოშორებით დაელოდო დახმარებას. გაოგნებული ვუყურებ ხოლმე საქართველოში ავტობანის გვერდულა ხაზზე გაჩერებულ მანქანებს, ზოგი სიგარეტს ეწევა, ზოგი ჭამს, ზოგი ისვენებს და ამ დროს სიკვდილი სულ რაღაც 1 მეტრში დიდი სიჩქარით დაჰქრის მათგან. საკმარისია პატარა უზუსტობა, სიმთვრალე ან შეცდომა და უბედურება გარდუვალია. არ შეიძლება ასეთი დაუფიქრებლობის გამო ადამიანების სიცოცხლის განადგურება! სასწრაფოდ აკრძალეთ ავტობანის გვერდულა ხაზზე გაჩერება! ნუ ეთამაშებით სიკვდილს!”
თეგები: დეკანოზი თამაზ ლომიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved