• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შარაგზის ყაჩაღი თავს დაესხა თავისუფალ მედია BBC-ს” – კობახიძე კეზერაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:58 05-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიერ BBC-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება და აცხადებს:

“კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. აქ ადრესატი რომ ყოფილიყო მისი კუთვნილი ტელეკომპანია, ეს ტელეკომპანია აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა – თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. რამდენჯერაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, როცა საქმე ეხებოდა, მაგალითად, სიცრუის გავრცელებას და ა.შ. იმდენჯერ ამას უწოდა კეზერაშვილის ტელევიზიამ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას, ეს არის BBC.

ზოგადად, ერთი რამ უნდა ითქვას – კეზერაშვილი არის ცნობილი ოლიგარქი, ცნობილი შარაგზის ყაჩაღი, ის ძარცვავდა ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს, შემდეგ უკვე ევროპელ პენსიონერებს. ახლა გაკადნიერდა და უჩივლა BBC-ს იმ უმარტივეს დანაშაულთან დაკავშირებით, როცა ის ამხილეს და შეიტანა სარჩელი. მის ბუნებაზე მეტყველებს – იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ სასამართლოს, რომელიც განიხილავს BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს. ფული მას საკმაოდ ბევრი აქვს. ასევე, მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პატრონების იმედი, რომლებიც ეხმარებიან მას თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღებაში ევროპის მასშტაბით. ნუ, თუ პატრონები დაეხმარებიან და დიდი ფულიც ამოქმედდება, ამ შემთხვევაში, შეიძლება, BBC-ც კი დაამარცხოს კეზერაშვილმა, ისევე, როგორც ამარცხებდა თავის დროზე ბიზნესმენებს, ჯარს ძარცვავდა და როგორც ამარცხებდა ევროპელ პენსიონერებს. არ ვიცი, ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა BBC-ს, თავისუფალ მედიას კეზერაშვილი”.

BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი კეზერაშვილმა გუშინ, 17 მაისს შეიტანა.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved