საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტის აპარატს მიმართავს, გასაჯაროვდეს მათი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.
პარტია ანალოგიურისკენ მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.
“საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები.
ანალოგიურად მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტს აპარატს და გაასაჯაროვონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია.
საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე!” – წერია განცხადებაში.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.
კომენტარები