• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა – რისთვის გაათავისუფლა უწყებამ კადრი, რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული

ალია ავტორი - ალია
16:31 05-12-2023
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
435
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გიორგი შაიშმელაშვილი უწყებას სამოქალაქო პოზიციის გამო გათავისუფლებაში ადანაშაულებს:
“მეგობრებო,
რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრმა, აი იმან ლიბერალიზმს რომ მიიჩნევს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ და ჯარიც ალბათ ლიბერალებთან ბრძოლის იარაღი ჰგონია, სამსახურიდან გამათავისუფლა.
რამდენადაც ვხვდები, რუსულ კანონზე მკვეთრი პოზიცია და 7-8 მარტის აქციებზე მონაწილეობა არ მეპატია. ცხადია ეს პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ გათავისუფლების ფორმალური საფუძველი, იმდენად ნაჩქარევად მომზადებული და აბსურდულია და თან დროშიც ამ ამბებს ემთხვევა, რომ სხვა ვარაუდის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს.
რაც შეეხება ფორმალურ მხარეს:
1. დამითხოვეს რეორგანიზაციით, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, მხოლოდ ერთ შტატზე, ანუ ჩემი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შტატზე გამოაცხადეს და ის სამხედროდ გადააკეთეს;
2. იმ ფონზე როცა სამოქალაქო ოფისის არცერთ წამყვან დეპარტამენტში არ ჰყავთ სამხედრო შტატის მოადგილე, სადაც მართლა სჭირდებათ ამ კვალიფიკაციის ხალხი, ჩემთან რატომ გადაწყვიტეს გაუგებარია;
3. ეს დეპარტამენტი იყო სამოქალაქო ოფისში ერთადერთი, რომელსაც ჰქონდა მოადგილის მხოლოდ ერთი შტატი და სურვილის შემთხვევაში, სამხედრო მოადგილის დამატება შეიძლებოდა აბსოლუტურად უპრობლემოდ;
4. თუ მეორე მოადგილეს რაიმე მიზეზით ვერ ამატებდნენ, რეორგანიზაციის მომენტში დეპარტამენტში არსებობდა, რამდენიმე ვაკანსია მათ შორის სამმართველოს უფროსის მოადგილის, უპრობლემოდ შეიძლებოდა იმ შტატების გადაკეთება სამხედროდ, თუ მაინცდამაინც სამხედროს ყოფნის ამოცანა ედგა ვინმეს.
ახლა დავუშვათ, რომ მე ვერ ვართმევდი რამეს თავს, აქ მე რას ვფიქრობ ჩემ თავზე კი არა, თავდაცვის სამინისტროსვე დადგენილი კრიტერიუმებით, მხოლოდ ფაქტები:
1. მარტო ბოლო წელიწადში რამდენიმე ჯილდო და მადლობა მაქვს მიღებული;
2. არც ერთი სიტყვიერი შენიშვნა;
3. ამერიკის თავდაცვის უნივერსიტეტი (NDU), სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევების მაგისტრატურა – GPA 3.94/4.00 (ამ ბოლოს ჩვეულებრივ ვითარებაში არ დავწერდი, რადგან GPA არ მიმაჩნია მთავარ ამბად განათლებაში, უბრალოდ ესეც გაზომვადი ინდიკატორია). აქვე შეგახსენებთ, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა სწავლა სწორედ იმ მიზნით დამიფინანსა, რომ თავდაცვის სამინისტროში მემუშავა. თუმცა, დღეს მგონი ამერიკაში განათლება “კომპრომატად”იქცა ქვეყანაში და თუ გგონიათ, რომ თავდაცვის ლიდერშიპამდე არ აღწევს ეგ განწყობები, ცდებით.
მოკლედ, მე არც პირველი ვარ და სამწუხაროდ, არც ბოლო ვიქნები, ვისაც საჯარო სამსახურიდან უსამართლოდ უშვებენ. სქემა მარტივია, რომელიღაც დაწინაურებული “მლადში ოპერი” თავის არსებობა, რომ გაამართლოს დაწერს “ცნობას” და მიიტანს “ცეხავიკ” უფროსამდე, რომელსაც, ფულის კეთების გარდა არც არაფერი აინტერესებს, მაგრამ რადგან მისი ძალაუფლება “მლადში ოპერის” თვალზე და ყურზე დგას, ხანდახან უნდა დაეთანხმოს შეტანილ ცნობას. თანხმობის შემდეგ ხდება საინტერესო, როგორც წესი ოპერი და ცეხავიკი არსად ჩანან და საქმეს “საჯარო მოხელეები” ამთავრებენ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ეს მოხელეები (შე)უცვლელი ხალხია დღეს “ქოცები” არიან, გუშინ “ნაცები” იყვნენ და ასე იქნება ალბათ კიდევ მომავალშიც.
და ბოლოს პატიოსან საჯარო მოხელეებს და სამხედროებს, მადლობა სამსახურისთვის!”
თეგები: თავდაცვის სამინისტროპროფკავშირები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved