• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1-ელი ივნისიდან, ტიპი 1 დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალები ბავშვებზე უფასოდ გაიცემა – სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
16:04 05-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

ჯანდაცვის მინისტრი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, მათ, პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან, ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების – ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. ამასთან, მშობლები და ბენეფიციარები, სახარჯ მასალებსაც, ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ და სხვადასხვა მისამართზე მისვლა აღარ მოუწევთ.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მარაგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს, თბილისსა და რეგიონებში, 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სისხლის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაზეც (CGM) ისაუბრეს, რომელიც დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბენეფიციარები Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო, თავად შეისყიდის.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის პროგრამის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ეკა შარაძე.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თეგები: ჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved