• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი შეკრულია ოცნებასთან? – რას ჰყვება ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
22:44 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,248

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გადაცემაში, რეაქცია, პასუხობს, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს და საუბრობს ნაციონალურ მოძრაობასა და პარტიაში ჩატარებულ თავმჯდომარეობის არჩევნებზე. 

ნიკა მელია:

–დემოკრატიული წესით ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი იყო დემოკრატიული – ფულის შრიალი, ფარული ჩანაწერი, ცილისწამება, ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს იყო პარტიული გადატრიალება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დიახაც, საკუთარ თავში ძალა ვიპოვე, ჩავატარე ბრიფინგი და გამარჯვებულს მივულოცე და ვუსურვე პარტია ემართა სიმართლითა და ღირსებით. კიდევ იყო დიდი შანსი, ეს დაშორიშორებული პოზიციები დაახლოებულიყო. ბევრს ჰგონია, რით ვერ გადაიტანა ნიკა მელიამ არჩვენებში მარცხი, სინამდვილეში არჩევნებიდან 5 დღეში ეს მოხდა, ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, მალულად, ფარულად, მიიღეს არაფორმალური გადაწყვეტილება და დემოკრატიული წესით არჩეულმა, რაღაცა ახალმა გუნდმა, იგნორირება მოახდინა ნახევარი პოლიტიკური პარტიისა. სულ სხვა რამ მოხდა. მოულოდნელად, საკუთარი მხრადამჭერების ჩართულობით გაყარეს პარტიის აქტიური წარმომადგენლების ნახევარი – მეც, ადამიანი, რომელიც 11 წელი ვიყავი და ვარ ბრძოლაში, გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი. ხაბეიშვილს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა მისცა ეს დავალება და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია. აქ გაჩნდა კრიზისი – წყარო კრიზისის გაღრმავდა და ეს ყველაფერი ხდება წინა დღით, სანამ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე გადაწყვეტილებას გამოიტანდა მურუსიძის სასამართლო. ქართულმა ოცნებამ დროში გადადო ამ გადაწყვეტილების გამოცხადება, გვაცადა, სანამ შიგნით ერთმანეთს ჩავხოცავდით, არჩევნები ჩაატარებია იმას, ვინც მოითხოვა, მერე ყრილობა გააქმებია… ორი დიდი ჯგუფი ერთმანეთს მოწყდა და ორშაბათ დღეს გამოაცხადეს სააკაშვილზე გადაწყვეტილება და 40–დე ადამიანი აპროტესტებდა.

ინგა გრიგოლია:

–ქართულმა ოცნებამ გააკეთებინა ეს? ამას ფიქრობთ?

ნიკა მელია:

–ქართულმა ოცნებამ ისარგებლა, მე პოლიტიკაში არ მჯერა შემთხვევითობის, ამდენი დამთხვევის. პირველი შემთხვევა იყო არჩევნების მოთხოვნის, მეორე, როცა  გახლიჩეს პარტია. უშუალოდ განაჩენის გამოცხადების წინა დღეს ნახევარი გუნდი გაყარა პარტიიდან და ახლა მესამე, როდესაც რამდენიმე კვირაში ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას სააკაშვილის საქმეზე, ახლა კიდევ მოიფიქრეს არჩევნები. საგანგებო მდგომარეობის დროს, არჩევნებს არავინ ატარებს.

ინგა გრიგოლია:

–ქართული ოცნების თამაშს თამაშობენ, არაფორმალური მმართველები შეკრულები არიან?  ვანო მერაბიშვილი შეკრულია ოცნებასთან?

ნიკა მელია:

–ფაქტია, ის რაც ნაციონალურ მოზრტაობაში ხდება, აწყობდა ქართულ ოცნებას. თითქოს მათ აქვთ გამოსავალი უებარი, სააკაშვილის დახსნის, მე ამას არ ვაკეთებ და ამისათვის მნიშვნელოვანია ნიკა მელიას მოშორება ამ ფორმით. და დღეს რას ვხედავთ? და აი, ამ პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის საკითხმა გადაიწია მეორე და მესამე პლანზე.

 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved